ბიელსას კომენტარი მოახლოვებულ შეხვედრაზე
”ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ ჟურნალისტებს რამდენიმე კითხვაზე გასცა პასუხი..
რას ფიქრობთ, ”რეალი” ”ჩემპიონთა ლიგაზე” უფრო აკეთებს აქცენტს?
”მე არ შემიძლია ამის თქმა და რაიმეს პროგნოზირება. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ძალიან რთული იქნება მადრიდელებთან თამაში. რაც არ უნდა მოხდეს, ”რეალი” ყოველთვის მზად იქნება ნებისმიერი მატჩისთვის, იქნება ეს ”ჩემპიონთა ლიგაზე”, თუ ”ლა ლიგაში”, მათ შეუძლიათ ყველანაირი ვალდებულების შესრულება”.
”რეალის” თამაში პრიმერა დივიზიონში
”შესაძლოა, მათ ზოგიერთი თამაში ჩააგდეს და ამით გაიუარესეს მდგომარეობა, უყურადღებოდ მოეკიდნენ რამდენიმე მატჩს, თუმცა ”სამეფო კლუბი” ყოველთვის გამარჯვებაზეა ორიენტირებული, მაშინაც კი, როდესაც უმნიშვნელო მატჩს ატარებენ. მათ შესანიშნავად იციან თავიანთი საქმის კეთება და ამას დეტალურად და სწორად აკეთებენ”.
წყარო: As.com
- 12 აპრილი 2013
- 1 874
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.