"რეალი" მატჩისთვის ემზადება
მიმდინარე კვირაში, მადრიდელმა ფეხბურთელებმა მეორე ვარჯიში გამართეს.
მოურინიოს შეგირდები "სან მამესზე" გასამართი მატჩისთვის ემზადებიან.ვარჯიშის მთავარი სიახლე გახლდათ, კრიშტიანუ რონალდუსა და ფაბიუ კოენტრაუს მოედანზე დაბრუნება.პორტუგალიელები სრული დატვირთვით ვარჯიშობენ და მომავალ თამაშში შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.
რაც შეეხებათ იგუაინს, ესიენსა და კაკას, ისინი კვლავ სატრენაჟორო დარბაზში აგრძელებენ ვარჯიშს.დიდი ალბათობით, კვირის შეხვედრისთვის მზად ვერ იქნებიან.
- 12 აპრილი 2013
- 1 416
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.