ალ ხელაიფი: ”მოურინიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”
”პსჟ”-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ანჩელოტი თავის ადგილს შეინარჩუნებს.
ნასერ ალ ხელაფი ”პსჟ”-ს პრეზიდენტი MARCA TV'-ს ესაუბრა მას შემდეგ, რაც მისი გუნდი გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ”ბარსელონასთან” დაპირისპირებაში. ყატარელმა ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ის იმედგაცრუებულია გათამაშებიდან გამოვარდნით, მაგრამ ასევე ამაყობს თავისი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით.
პარიზელების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კრიშტიანო რონალდუ ”მადრიდის რეალის” ფეხბურთელია და ის პატივს სცემს ამას. მან ასევე შეაქო ჟოზე მოურინიო, მაგრამ აღნიშნა, რომ სურს კარლო ანჩელოტის შენარჩუნება: ”მოურინიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ ჩვენ გვიყვარს კარლო და ის მომდევნო წელსაც ჩვენთან ერთად იქნება.”
- 12 აპრილი 2013
- 1 597
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.