მოურინიოს ოქროს შეხება
2004/05 წლების პერიოდიდან მოყოლებული 2009/10 წლამდე კლუბის შემოსავლები ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს არ აღემატებოდა 25 მლნ. ევროს.
”მადრიდის რეალის” შემოსავლები ჩემპიონთა ლიგიდან ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ გაორმაგდა. წარმატება, რომელიც მოვიდა ზედიზედ სამი წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლით საკმაოდ აღემატება იმ პერიოდს, როცა კლუბი მეოთხედფინალში გასვლასაც კი ვერ ახერხებდა.
იმ პერიოდის მანძილზე, რომელიც მოიცავს 2004/05 წლებიდან 2009/10 წლამდე პერიოდს, ჩემპიონთა ლიგაზე კლუბების შემოსავალი 25 მლნს არ აღემატებოდა. ამ ხნის მანძილზე კლუბს წვრთიდნენ ლუქსემბურგო, ლოპეს კარო, ფაბიო კაპელო, შუსტერი, ხუანდე რამოსი და მანუელ პელეგრინი, აქედან ვერცერთმა ვერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთხელ გასვლა მაინც.
პორტუგალიელი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ მიღწეულმა სპორტულმა წარმატებებმა თავისი ასხვა ჰპოვეს შემოსავლებშიც. 2010/11 წლებიდან მოყოლებული, ”მადრიდის რეალი” 1,5-ჯერ მეტ შემოსავალს ღებულობს. 2010/11 წლებში კლუბმა ნახევარფინალში ”ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ საერთო ჯამში 39,3 მლნ. ევრო გამოიმუშავა, წინა წელს ”ბაიერნთან” ნახევარფინალში მარცხის მიუხედავად 38,4 მლნ. ევრო მიიღო.
მიმდინარე სეზონში ”მადრიდის რეალის” ანგარიშზე უკვე 27,4 მლნ. ევროა. ”გალათასარაის” გამოთიშვის შემდეგ ამას დამატებით 4,9 მლნ ევრო დაემატება, ცალკე დამატებითი შემოსავლები იქნება ასევე ნახევარფინალური შეხვედრებისთვისაც.
- 12 აპრილი 2013
- 2 155
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.