"მანჩესტერში" ვარანი ახსენეს
"მანჩესტერ უინაიტედი" "მადრიდის რეალის" ახალგაზრდა მცველით რაფაელ ვარანეთი ინტერესდება.
Daily Star-ის განცხადებით წითელი ეშმაკები უკვე ცდილობდნენ რაფაელის გადაბირებას, მაგრამ ვარანემ "რეალი" აირჩია, ეს ყველაფერი კი 2011 წლის საზაფხულო ფანჯრის დროს მოხდა.
"იუნაიტედის" სკაუტები რაფაელ ვარანეს მას შემდეგ აკვირდებიან, როდესაც მან პირველად ითამაშა "რეალის" შემადგენლობაში და არც თუ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. რაფაელს კონტრაქტი 2017 წლამდე აქვს და მისი გამოსყიდვა £26m ღირს.
"მადრიდის რეალი" უკვე მუშაობს ახალი კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ფრანგს "რეალში" დარჩენა 2019 წლამდე მოუწევს, ხოლო მისი გამოსასყიდი ფასი ბევრად მაღალი იქნება.
- 12 აპრილი 2013
- 1 670
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.