მანჩესტერი რეალის გაძარცვას აპირებს
Daily Star-ის ინფორმაციით, წითელმა ეშმაკებმა სამეფო კლუბის 2 ფეხბურთელს დაადგეს თვალი.
სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით დაიბრუნებდა კრიშტიანო რონალდოს, ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულს ვრცელდებოდა, მაგრამ მაშინ არავინ ეკიდებოდა ამ სიტყვებს სერიოზულად. უკანასკნელ პერიოდში კი შოტლანდიელს ძველმა სიყვარულმა შეახსენა თავი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი რისხვა საკუთარ კლუბზე იწვნია და აპირებს ბლანკოსს 60 მილიონი ფუნტი შესთავაზოს სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ. ალბათ ”ცდა ბედის მონახევრეა” ლოგიკით აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას ფერგი, იმიტომ რომ ყველას კარგად მოეხსენება, რომ რეალი პორტუგალიელის გაყიდვის წინააღმვდეგია და თანახმაც რომ იყოს, მისი სატრანსფერო ფასი 60 მლნ. ფუნტზე გაცილებით მეტია.
რონის გარდა იუნაიტედს რაფაელ ვარანის შეძენაც სურს. ფრანგი მცველი სამეფო კლუბს 2011/12 წლების სეზონში შეუერთდა და მის ”გათეთრებაში” დიდი როლი ზინედინ ზიდანმა ითამაშა, არადა ჯერ კიდევ მაშინ სურდა სერ ალექსს რაფას შეძენა, ზიზუმ და ბლანკოსმა კი ის ცხვირ წინ ააცალეს მას. მიმდინარე სეზონში ვარანი შესანიშნავად გამოიყურება და შოტლანდიელი სპეციალისტი აგრძელებს მასზე დაკვირვებას, არ სახელდება რამდენის გადახდას აპირებს ის ვარანში, თუმცა ეს ტრანსფერიც ისეთივე უტოპიურია, როგორც რონალდოს რეალიდან წასვლა.
ინფორმაციის წყარო: Daily Star
- 11 აპრილი 2013
- 3 146
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.