პეპე : "შედეგს მნიშვნელობა არ აქვს"
პორტუგალიელი პეპეს განცხადებით არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას, რომ "რეალმა" 3-2 წააგო, მთავარი ნახევარფინალში გასვლა იყო...
"ჩვენ ნამდვილად არ ვგეგმავდით წაგებას, მაგრამ მეორე ტაიმში ყურადღება მოვადუნეთ და დავისაჯეთ კიდეც, მინდა გითხრათ, რომ ტაბლოზე დაფიქსირებულ შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ჩვენ გავედით."
"ახლა მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფებით, პარასკევს კენჭისყრა შედგება და ცნობილი გახდება ჩვენ მოწინააღმდეგის ვინაობა."
"კრიშტიანომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესო ფეხბურთელია, მას უკვე 11 გოლი დაუგროვდა, დარწმუნებული ვარ ჩემი თანამემამულე ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს მოიგებს."
- 10 აპრილი 2013
- 1 158
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.