მოურინიო £12m-ზე თანახმაა
როგორც ჩანს ჟოზე მოურინიო უკვე პირად კონტრაქტებს ათანხმებს „ჩელსისთან“.
ესპანური ჟურნალ-გაზეთების ცნობით, ჟოზე მოურინიომ უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის საკითხები „ჩელსის“ მესვეურებთან, რის შემდეგაც მისი წლიური ანაზღაურება £12m იქნება, რაც სარეკორდო თანხაა მწვრთნელისთვის.
ჟოზემ გადაწყვიტა, რომ დატოვოს ბერნაბეუ წლის ბოლოს, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლება 25 მაისს „ვემბლიზე“
აქვე იმასაც გეტყვით, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ლონდონში ჟოზე მოურინიოს აგენტი ჟორჟე მენდესი შენიშნეს, რომელიც „ჩელსის“ მესვეურებს შეხვდა და მოლაპარაკებები აწარმოა.
ჟოზე მოურინიომ გადაწყვეტილება 1 ივნისამდე უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ჩელსი“ სხვა მწვრთნელის კანდიდატურას განიხილავს.
- 10 აპრილი 2013
- 1 951
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.