მოურინიო თავის მეშვიდე ნახევარფინალს ითამაშებს
ჟოზე ჩემპიონთა ლიგაზე თავის მე-7 ნახევარფინალ შეხვედრას ჩაატარებს.
”გალათასარაის” ორი მატჩის ჯამში 5:3 ანგარიშით დამარცხების შემდეგ, ჟოზე მოურინიო მე-7 ნახევარფინალს ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ამით ის ფერგიუსონს გაუტოლდა, რომელსაც ”მანჩესტერ იუნაიტედი” ნახევარფინალსი შვიდჯერ ყავს გაყვანილი. მაშინ როცა, ბრიტანელმა სპეციალისტმა ამის გაკეთება მხოლოდ ერთი კლუბით შეძლო, პორტუგალიელმა ამას ოთხ სხვადასხვა კლუბში მიაღწია. ”პორტო”, ”ჩელსი”, ”მილანის ინტერი” და ეხლა კი ”მადრიდის რეალი”. ამ ორი მწვრთნელის ანგარიშზე ყველაზე მეტი ნახევარფინალია, მათ მოყვებათ მიგელ მუნიოსი, რომელმაც ”მადრიდის რეალი” ექვს ნახევარფინალში ათამაშა."
”მადრიდის რეალის” მწვრთნელის დებიუტი ნახევარფინალში შედგა 2003/04 წლებში, როცა მისმა გაწვრთნილმა ”პორტომ” ”ლაკორონიის დეპორტივო” გამოთიშა გათამაშებას. მისი საერთო მაჩვენებელი არის 12 შეხვედრა, საიდანაც ოთხო მოიგო, სამი ფრედ დასრულდა და ხუთში დამარცხდა. გოლების მხრივ კი ცხრა გატანილი ათი გაშვებულის საწინააღმდეგოდ.
50 წლის ასაკში ის ყველაზე ახალგზარდა მწვრთნელი გახდა, რომელმაც ნახევარფინალში შვიდჯერ ითამაშა.
- 10 აპრილი 2013
- 1 322
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.