ალტინტოპი: "მოურინიოსთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს"
გთავაზობთ ალტინტოპის კომენტარს...
მოგეხსენებათ სულ ცოტა ხანში მადრიდის რეალი დაუპირისპირდება გალათასარაის, სადაც თამაშობს ჰამილ ალტინტოპი, რომელიც ცოტა ხნის წინ "რეალში" გამოდიოდა.
ალტინტპოს ჰკითხეს მოურინიოსთან ურთიერთობაზე, რაზეც მან განაცხადა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს ჟოზესთან.
"ჟოზე ბრწყინვალე ადამიანი და პიროვნებაა მან ძალიან კარგად იცის ფეხბურთი"
"მოურინიო არის მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია იყოს შენი საუკეთესო მეგობარი და ძმა"
"მე არ მაქვს ცუდი გრძნობები მადრიდის მიმართ, მასზე მხოლოდ კარგის ლაპარაკი შემიძლია"
ალტინტოპმა ასევე გააკეთა კომენტარი მოეახლოებულ საჩემპიონთალიგე თამაშზე.
"ჩვენ გამოვალთ მოედანზე და შევუტევთ რეალს, თერიმი მუდამ გვეუბნება, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა."
"ველოდები, რომ კარგი და გახსნილი თამაში იქნება. ვფიქრობ, თუ მადრიდში კარგ რეზულტატს მივიღებთ თურქეთში შანსები საგრძნობლად აიწევს"
- 28 მარტი 2013
- 2 118
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.