ბენზემა: „ვერ გამიგია რატომ მისტვენენ“

კარიმ ბენზემა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში არასახარბიელო პერიოდს განიცდის.

„რეალის“ ფორვარდის გარჯით, უწინარეს ყოვლისა, ფრანგი ქომაგები არიან უკმაყოფილონი.საქართველოსთან მატჩის მიწურულს (82-ე წუთზე), როდესაც კარიმი ტოვებდა მწვანე მინდორს, „სტად დე ფრანსზე“ შეკრებილებმა, სტვენით გააცილეს ის.ამას მოყვა ერთ-ერთი გამოცემის საიტზე, „ფურია როხასთან“ მატჩამდე ჩატარებული გამოკითხვა, სადაც ქომაგების 60 %-ი, ფეხბურთელის სათადარიგოზე დატოვებას ითხოვდა.

ვფიქრობ, „მამლების“ ასპარეზობაზე მშფოთვარე ადამიანები, ტყუილ-უბრალოდ არ უცხადებენ უნდობლობას ბენზემას.ამ უკანასკნელს, ნაკრების მაისურით ჩატარებული ბოლო 12 მატჩში, თავი არ გამოუჩენია.

ესპანეთთან განცდილი მარცხის შემდეგ (0-1), მადრიდისტამ ცოტა არ იყოს უცნაური კომენტარი გააკეთა: „თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ვერ გამიგია რატომ მისტვენენ, თუმცა ფაქტთან შეგუება მომიწევს, რამეთუ ესეთია ცხოვრება და ესეთია ფეხბურთი.“

As.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 რაფინია 2
3 ობამეიანგი 2
4 რობერტო 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (2)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)