მადრიდისტას დებიუტი დომინიკის ნაკრებში

ამიერიდან, სანაკრებო ბატალიების დროს, სამეფო კლუბიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი გამეგზავრება საკუთარი ეროვნული ნაკრების ღირსების დასაცავად.

საუბარია, Real Madrid C-ს 19 წლის ფორვარდზე, მარიანო დიასზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, დომინიკის რესპუბლიკის მაისური, პირველად მოირგო. Quisqueya-ს თასზე, ისპანიოლური კუნძულის დერბი შედგა, რომელშიც დომენიკელებმა ჰაიტელებს უმასპინძლეს.შეხვედრა ადგილობრივების გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.ნიშანდობლივია, რომ ერთ-ერთი გოლი, დებიუტანტი მარიანოს ანგარიშზეა.ამ უკანასკნელმა 3500-მდე ქომაგის წინაშე, საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა თავი.

საინტერესოა, რომ დიასი ბარსელონაში დაბადებულია, თუმცა დედა ჰყავს დომინიკელი.მარიანა მეხია, შვილის განვლილ თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალ-ყურს: „მარიანომ მთხოვა, მასთან ერთად გამოვმგზავრებულიყავი, რამეთუ ასე უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს.“

„ბედნიერი ვარ დებიუტით.ვეცდები ნაკრებს დავეხმარო მიზნის მიღწევაში“ - განაცხადა ნამატჩევს ახალგაზრდა შემტევმა.

ცნობისათვის, მარიანო დიასი, „რეალში“ (Juvenil A-ში) გასულ წელს გადმოვიდა „ბადალონადან.“წლეულს, კარგი თამაშის წყალობით, მან მესამე გუნდში დაიმკვიდრა ადგილი და ვინ იცის, შესაძლებელია ერთ მშვენიერ დღეს პირველებშიც ვიხილოთ.წარმატებები მას!

Marca.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2026 (63)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (307)