იგუაინი : „მეგობრობა მხოლოდ სტადიონს გარეთ შეიძლება“
გონსალო იგუაინის განცხადებით მას ყელში ამოუვიდა რეპლიკები იმის შესახებ, რომ ლიონელ მესისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ არ უყვარს ბრძოლა და ასე შემდეგ...
„მინდა გითხრათ, რომ მეგობრობა სტადიონზე გასვლის შემდეგ მთავრდება. მართლაც მე და ლიონელი დიდი ხნის მეგობრები ვართ, ჩვენ ერთმანეთს საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობთ, მაგრამ არ ეს ნიშნავს, რომ მე „ბლანკოსის“ ინტერესებს არ ვიცავ და მის წინააღმდეგ თამაშს თავს ვარიდებ და ასე შემდეგ, ეს ხომ სრული აფსურდია.“
„როდესაც შეხვედრა მთავრდება ჩვენ კვლავ მეგობრები ვხდებით, მაგრამ მატჩის დროს მე მადრიდის „რეალს“ წარმოვადგენ, ის კი კატალონიის „ბარსელონას“, აქედან გამომდინარე ჩვენ ერთმანეთის უშუალო კონკურენტები ვართ.“
„ჩვენ არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ვართ და საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო რეპუტაციის დაცვისთვის ვიბრძვით, არ შეიძლება მსგავსი სახის კავშირი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ადამიანებს ჰქონდეთ.“
- 27 მარტი 2013
- 2 535
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.