„რეალი“ ჩაბის 10 მილიონ ევროდ შეელევა?
ესპანურ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბასკი ნახევარმცველი ჩაბი ალონსო, „ბლანკოსს“ 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს.
რაც არ უნდა საოცარი და გასაკვირი იყო ეს თანხა, დღეს მთელი პრესა ამაზე საუბრობს და ესპანელს დამატებით არაერთი მსურველი გამოუჩნდა, რადგან ეს არ არის ის თანხა, რომელსაც საშუალო დონის ბიუჯეტის მქონე გუნდიც ვერ გაწვდება.
ალონსოს შეძენის მთავარი პრეტენდენტები ინგლისის ლივერპული და მიუნხენის ბაიერნი არიან, მაგრამ გერმანელები არაფერს ადასტურებენ, ეს ჭორი მას შემდეგ გავრცელდა, რაც პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მიუნხენურ კლუბში დიდი სიამოვნებით იხილავდა ბასკ ნახევარმცველს.
მერსისაიდელთა და მიუნხენელთა გარდა ალონსოს მიმართ ინტერესს ტოტენჰემი, მილანი და საფრანგეთის ლიონიც იჩენენ. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, სავარაუდოდ სულ მალე მოეფინება ნათელი ესპანელის მომავალს.
- 26 მარტი 2013
- 1 717
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.