„L´Equipe“-მ მორიგი გამოკითხვა ჩაატარა
გამოკითხულთა 58% თვლის, რომ ქარიმ ბენზემა სათადარიგოთა სკამზე უნდა იჯდეს
თუ გონსალო იგუაინს არგენტინის ეროვნულ ნაკრებში საქმე კარგად წაუვა, მაშინ აუცილებელია „რეალში“ სიტუაცია შეიცვალოს. მათი აზრით საჭიროა პიპიტამ დაიკავოს ადგილი სასტარტო თერთმეტეულში.
საფრანგეთის ნაკრებმა უკანასკნელი მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარეს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩარჩოებში. ფრანგებმა ქართველები ანგარიშით 3-1 დაამარცხეს. ბენზემამ გოლის გატანა ვერ მოახერხა, ბევრად უკეთ გამოიყურებოდა ოლივერ ჟირუ, მატიო ვალბუენა და ფრენკ რიბერი. დიდიე დეშამი აპირებს დაეყრდნოს მკითხველთა აზრს და სასტარტო თერთმეტეულში არა ბენზემა, არამედ ჟირუ გაამწესოს.
- 25 მარტი 2013
- 2 155
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.