მონრეალი : „ვიმედოვნებ ბენზემას ცუდი დღე ექნება“.

ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველი ნაჩო მონრეალი იმედოვნებს, რომ ფრანგი თავდამსხმელი ესპანელებს ვერ გაუტანს.

ქარიმ ბენზემას საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით ბოლო გოლი გასული წლის ივნისში აქვს გატანილი. არსენალის მცველი მონრეალი კი ფიქრობს, რომ ქარიმი ამ სტატისტიკას ასევე გააგრძელებს, თან ფიქრობს, რომ ოლივერ ჟირუ ახლა უკეთეს ფორმაშია.

„მე ვიმედოვნებ ის განაგრძობს ამ უიღბლო მატჩების სიას, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ახლა მას უბრალოდ არ უმართლებს. აუცილებელია დავუკეტოთ კარისაკენ მიმავალი გზები, იგი ყოველთვის სახიფათოა. ბენზემაცა და ჟირუც სერიოზული მოთამაშეები არიან საფრანგეთისთვის. ჟირუსაც კარგად ვიცნობთ, ის ძლიერი ფეხბურთელია და მისი თვალები მხოლოდ კარისკენაა მიპყრობილი.“


„ვიცი, რომ მნიშვნელოვანი მატჩი გველის, მგონი გამოიცანით, რომ ხორდის ტრავმის გამო მე ვითამაშებ. მე ძალიან მონდომებულად ვივარჯიშე და შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)