პეპე და არბელოა მატჩის შემდგომ
პეპე და არბელოა კმაყოფილები იყვნენ გუნდის თამაშით "სან სიროზე", მაგრამ შედეგით იყვნენ დამწუხრებულნი. ორივე ფეხბურთელი თვლის, რომ გუნდი მოგებას იმსახურებდა.
პეპე: "ვიმსახურებდით მოგებას"
"ჩვენ "სან სიროზე" მოსაგებად გავედით და ვიმსახურებდით კიდეც სამ ქულას".
"ყველაფერი გავაკეთეთ მოგებისთვის. დამწუხრებულები მივდივართ მადრიდში, რადგან უფრო მეტის ვიმსახურებდით".
არბელოა: "საუკეთესო პირველი ტაიმი ვითამაშეთ ამ სეზონში"
"ვფიქრობ საუკეთესო პირველი ტაიმი ჩავატარეთ წლევანდელ სეზონში. მეტოქის კარში 16–ჯერ დავარტყით".
"მეორე ტაიმში ისინი გამოიყურებოდნენ უფრო კარგად, რადგან ჩვენ დაღლილები ვიყავით. შაბათს ჩვენ ათი კაცით ვთამაშობდით".
"ვიცით, რომ თამაში უნდა გამოვასწოროთ და ამისთვის ბევრს ვიმუშავებთ".
"პატო დიდებული მოთამაშეა და ძალიან სწრაფია. საინტერესო დუელი იყო ჩვენ შორის".
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 4 ნოემბერი 2009
- 2 483
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.