მოურინიო: „ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველას უნდა“
სეტუბალში, საკუთარ 50-ე იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე მყოფმა ჟოზე მოურინიომ, პრესის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
„ჩემპიონთა ლიგის მოგება რთული იქნება.1/4 ფინალურ სტადიაზე 8 გუნდი ითამაშებს და აქედან ყველას აქვს პირველობის სურვილი.მსოფლიოში რამდენიმე მწვრთნელია, რომელთაც პრესტიჟული ტურნირი 3-ჯერ აქვთ მოგებული, 3 სხვადასხვა კლუბის რიგებში.ბუნებრივია, მეც მსურს ანალოგიურის გაკეთება.“
„რეალის“ დამრიგებელს, ფიფას 2012 წლის საუკეთესო მწვრთნელის გამოსავლენი გამოკითხვის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე ჰკითხეს: „მშობლიურ ქალაქში დაბრუნებაბ ემოციით აღმავსო.ვფიქრობ, დღეს ასეთ თემაზე საუბარი, უადგილო იქნება.დაჯილდოვების ცერემონიაზე იმიტომ არ გამოვცხადდი, რომ პროცესები არაგამჭირვალედ წარიმართა.სხვა არაფრის თქმა შემიძლია, გარდა იმისა, რომ მადლობას ვუხდი ადამიანებს, რომლებმაც დარღვევების შესახებ საჯაროდ ისაუბრეს.“
„ვფიქრობ, ადვილი საქმე არარის მოიძიო ადგილი, პორტუგალიის, ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ.სამომავლოდ ნაკრების გაწვრთნაც მსურს, მაგრამ ამ ეტაპზე ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ვუსურვებ.“
მოურინიოს შემდეგ, მცირე სიტყვა, სეტუბალის მუნიციპალიტეტის პალატის პრეზიდენმტმა, María das Dores Meira-მ წარმოთქვა: „ნამდვილად გვაქვს იმის მიზეზი, რომ მას „განსაკუთრებული“ დავუძახოთ.ესპანურ პრესაში მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორვ სეტუბალის მკვიდრს და სწორედ ამიტომაც ის არის The Setúbal One.ის ყოველთვის განსაკუთრებული იქნება იმათთვის, ვისაც პორტუგალია და სეტუბალი უყვარს.“
RealMadrid.Com
- 24 მარტი 2013
- 1 954
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.