„ჟოზე მოურინიო 50 წლის“
„რეალის“ თავკაცის მშობლიურ ქალაქ სეტუბალში, გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით: „ჟოზე მოურინიო 50 წლის.“მუნიციპალურ გალერეა „do Onze“-ში, „განსაკუთრებულის“ კარიერის სხვადასხვა ეტაპის ფოტოები, 26 მაისამდე იქნება გამოქვეყნებული.გახსნის ცერემონიას, თავად მოურინიოც ესწრებოდა.
„ვცდილობ, შევიკავო ემოციები, რომელიც აქ მივიღე.ჩემთვის დიდი პატივია მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და იმის გაცნობიერება, თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე ადგილობრივებისათვის.სეტუბალი ისეთივეა, როგორიც 30-40 წლის უკან იყო.ქუჩაში სეირნობის დროს, ყველა მცნობს და მესალემება.კომფროტულად ვგრძნობ თავს, რამეთუ არავინ მაწუხებს.ისინი Zé-ს მეძახიან (პორტუგალიურში, ჟოზეს კინობითი სუფიქსი).ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ.ეს ქალაქი ის ადგილია, სადაც შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც რეალურად ვარ.“
„გამოფენის კელდებზე, ბევრი სიურპიზი დამხვდა.რა თქმა უნდა, ველოდი გამარჯვებების დროს გადაღებულ ფოტოებს.ბავშვებს საშუალება აქვთ, ახლოდან იხილონ ის ტრიუმფები, რომლებიც გამოვიარე.თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ჩემი ყმაწვილობის ამსახველი სურათები.სიმართლე გითხრათ, არასოდეს მეგონა, ასეთ სიტუაციაში თუ მომიწევდა მისი ნახვა.ასევე შეხვდებით ოჯახის ფოტოებს, რომლებიც დღემდე საჯაროდ არ ყოფილა გამოტანილი.აქვეა წარმოდგენილი, ჩემი ქალიშვილის მიერ გაკეთებული საოჯახო პორტრეტი, რომელიც პირველად ვნახე დღეს.მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ ნახონ, თუ რაოდენ საშინელი მხატვარი ვიყავი სიჭაბუკეში.ერთი სიტყვით, ძალიან გავმხიარულდი.დათვალიერების დროს, თავიდან ბოლომდე ჩამიარა განვლილმა 50-მა წელმა.“
„კარგად მახსოვს ჩემი კარიერის თითოული დეტალი.დაწყებული ესპანეთის სუპერ თასიდან, რომელიც ყველაზე ბოლოს მოვიპოვე, დამთავრებული 2003 წლის პორტუგალიის ჩემპიონობიით.მახსოვს ყველა ნიუანსი, მატჩებამდე და მატჩების შემდეგ.ვიმედოვნებ, მომავალში აღნიშნულ გამოფენას, კიდევ არაერთი „ექსპონატი“ შეემატება.სეტუბალში ის ადამიანი ვარ, რომელმაც პირველად ჩამოიტანა ჩემპიონთა ლიგის ტიტული.მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მესიჯი გავუგზავნო ბავშვებს, რამეთუ ოდესღაც მეც მათი ასაკის ვიყავი.მე მქონდა ბავშვობის ოცნება, რომლის განხორციელებისათვისაც არაფერი დავიშურე.სწორედ ამიტომაც წავედი შორს.მინდა ყველა ოპტიმიზმიტ ავავსო.ჯერჯერობით კარიერის მხოლოდ ნახევარი მაქვს გავლილი.თუ ღმერთი ჯანმრთელობას მომცემს, კიდევ მრავალი წელი დავტკბები საყვარელი საქმიანობით.50 წლის მიუხედავად ჯერ კიდევ ბავშვი ვარ, ხოლო როგორც მწვრთნელი - ახალგაზრდა.“
RealMadrid.Com
- 24 მარტი 2013
- 1 610
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.