"რეალის" პრეზიდენტს რონალდუს ტრანსფერის ჩაშლა სურდა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა, მისი მემკვიდრე ფლორენტინო პერესი დაადანაშაულა რონალდუს ტრანსფერის ჩაშლის მცდელობაში.

"2009 წელს, როდესაც ფლორენტინო პრეზიდენტი გახდა, სურდა რონალდუს ტრანსფერი დაებლოკა. როდესაც გაპრეზიდენტდა მან აღმოაჩინა, რომ უკვე ფეხბურთელსა და კლუბს შორის ყველაფერი მოგვარებული იყო, თუმცა მას მაინც სურდა მოლაპარაკებების შეჩერება, მაგრამ ვალდანომ და ხოსე ანხელ სანჩესმა მისი დარწმუნება შეეძლეს. მათ უთხრეს, რომ ეს სიგიჟე იქნებოდა, რადგან კონტრაქტი თითქმის გაფორმებული იყო."-განაცხადა კალდერონმა En Joc-თან საუბარში.

"ფლორენტინო დამნაშავეა, რომ ყველაფრის უფლება მისცა ჟოზე მოურნიოს. ყველამ დაინახა, რომ იგი ცუდად იქცეოდა "ინტერში", "ჩელსში" და ამ მხრივ არც "რეალი" იქნებოდა გამონაკლისი. პერესმა იცოდა, თუ რა მოხდებოდა ჟოზესთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში. მოურინიო მოსაწყენია. იგი ვერასოდეს დაიმკვიდრებს "რეალის" ისტორიაში ადგილს, როგორც ეს ვისენტე დელ ბოსკემ გააკეთა. მოურნიოს სურს მუდამ იყოს ყურადღების ცენტრში, ეს კი კლუბს აზარალებს."-განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)