მადრიდისტები ეროვნულ ნაკრებში
მოგეხსენებათ გუშინ 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც რამდენიმე მადრიდისტამ თავი გამოიჩინა...
არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ვენესუელა მიიღო და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა, აქედან ორი გოლი მადრიდელთა "ოციანის" გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, ხოლო ერთი კი ლიონელ მესის.
ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა კი ფინეთის ეროვნული ნაკრები მიიღო და ყველასაგან მოულოდნელად მხოლოდ და მხოლოდ ფრეს დასჯერდა, მატჩი 1-1 დასრულდა და ის ერთადერთი გოლი, კიდევ ერთმა მადრიდისტამ სერხიო რამოსმა გაიტანა.
ყაზახეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე გერმანიის ნაკრებს უმასპინძლა, მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0-3 დასრულდა, მართალია გოლი არცერთ მადრიდასტას არ გაუტანია, მაგრამ აღსანიშნავი ისაა, რომ მადრიდელთა "ათიანმა" მესუტ ოზილმა ორი ასისტი გააკეთა.
ისრაელმა საკუთარ მოედანზე პორტუგალია მიიღო, ტაბლოზე შედეგიანი ფრე 3-3 დაფიქსირდა, აღსანიშნავია რომ თავი ორმა მადრიდისტამ გამოიჩინდა, კრიშტიანუ რონალდომ ერთი ასისტი გააკეთა, ხოლო ფაბიო კოენტრაომ ერთი გოლი გაიტანა.
- 23 მარტი 2013
- 2 826
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.