Marca: ხუანფრანი "კასტილიას" დატოვებს, როგორც თავისუფალი აგენტი
"რეალ მადრიდ კასტილიას" ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე, გუნდს ტოვებს...
ხუანფრანის აგენტმა, ხოსე მიგელ გონსალესმა მოლაპარაკებები გამართა მადრიდის ახალგაზრდული აკადემიის ხელმძღვანელ რამონ მარტინესთან. მოლაპარაკებების შემდეგ, ფეხბურთელი აცხადებს, რომ მას არ სურს კონტრაქტის გახანგრძლივება და კლუბის დატოვებას თავისუფალი აგენტის სტატუსით მომავალი წლის ზაფხულში აპირებს.
24 წლის მოთამაშე სავარაუდოდ "ბეტისის" ღირსებას დაიცავს, რომელშიც უკვე "კასტილიას" 2 ფეხბურთელი ირიცხება.
წყარო: Marca.com
- 22 მარტი 2013
- 1 708
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.