ჯოჯოხეთად ქცეული „ბერნაბეუ“
ალბათ, ყველას გსმენიათ, „გალათასარაის“ ქომაგების სლოგანი, როდესაც სტუმარი გუნდი „თურქ ტელეკომზე“ ჩადის სათამაშოდ - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში.“
ბოლოდროინდელი სტატისტიკიდან გამომდინარე, აღნიშნული ფრაზა პოპულარული თურქული კლუბის საშინაო არენას უფრო შეეფერება, თუ „სანტიაგო ბერნაბეუს,“ სტატიის დასასრულს თქვენვე განსაჯეთ.
სამეფო კლუბის ფეხბურთელები, უკვე მე-14 თვეა, დაუმარცხებელნი არიან ლეგენდარული პრეზიდენტის სახელობის სტადიონზე.ამ პერიოდის განმავლობაში, „თეთრებმა“ 37 მასპინძლობა გაწიეს, საიდანაც 30 შემთხვევაში გამარჯვებულნი გამოვიდნენ, ხოლო 7-ჯერ ყაიმი დაფიქსირდა.უკანასკნელი მარცხი „სანტიაგოზე,“ 2012 წლის 18 იანვარს შედგა (სათასო მატჩში „ბარსასთან“ 1-2).საგულისხმოა, რომ 37 პაექრობის დროს, მოურინიოს შეგირდებმა 114-ჯერ აიღეს სტუმართა კარი.
რაც შეეხება „გალათასარაის,“ მიუხედავად ადგილობრივი ქომაგების მხურვალე მხარდაჭერისა, ჩემპიონთა ლიგაზე (მიმდინარე სეზონში), მხოლოდ ერთი საშინაო მოგებით იჩენენ თავს („მანჩესტერთან“).
ერთი სიტყვით, ნამდვილად რთული 90 წუთი ელოდება ესპანეთში.
RealMadrid.Ru
- 21 მარტი 2013
- 3 610
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.