რამოსს მოურინიოს კომენტარი არ მოეწონა
რადიოსადგურ COPE-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სერხიო რამოსმა დასძინა, რომ „მანჩესტერთან“ შეხვედრის შემდეგ, მოურინიოს სხვაგვარი კომენტარი („დღეს საუკეთესო გუნდი დამარცხდა“) უფრო სასურველი იქნებოდა
„რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, სხვანაირი შეფასების მოსმენა“ - აღნიშნმა ანდალუსიელმა მცველმა, რომელიც „განსაკუთრებულმა“ მიმდინარე სეზონში ერთხელ უკვე დასაჯა.ალბათ, გახსოვთ „სევილიასთან“ დაპირისპირება, როდესაც ფეხბურთელს თავისი მაისურის შიგნით, იოზილის მაისურიც ეცვა.თამაშის შემდეგ, გუნდის ვიცე-კაპიტანი აცხადებდა, რომ ეს მხოლოდ მხარდამჭერი ჟესტი იყო მესუთის მიმართ, თუმცა პორტუგალიელმა დამრიგებელმა ერთმათჩიანი დისკვალიფიკაცია მაინც გამოუწერა მას.
ჯერჯერობით უცნობია, რა გამოხმაურება მოჰყვება რამოსის აღნიშნულ კომენტარს, მოუს მხრიდან.შეიძლება, საერთოდ არაფერიც.
Marca.Com
- 21 მარტი 2013
- 3 605
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.