მოდრიჩი: „ტიტულების მოგება გვწყურია“
სამეფო კლუბის ოფიციალურმა სპონსორმა (Bwin), მოურინიოს 4 შეგირდი, პინგ-პონგ-ში შეაჯიბრა ერთმანეთს.ხიდირასა და მოდრიჩის წყვილს, ესინიენი-კარვალიუს ტანდემი დაუპირისპირდა.თამაშის პარალელურად, ფეხბურთელებმა საინტერესო კომენტარები მისცეს დამსწრე ჟურნალისტს.
ესიენი: „ამ ეტაპზე ბრწყინვალე კონდიციებში ვიმყოფებით.რამდენიმე დღის წინ 1/4 ფინალის საგზური მოვიპოვეთ.ვფიქრობ, ამჟამინდელი ფორმაციის „ბლანკოსს“ სათანადო რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ სეზონის ბოლოს მე-10 ტიტული იზეიმოს.დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.“
„მოურინიო მწვრთნელია, მაგრამ ამასთანავე კარგად ითვისებს, მასწავლებლისა და მამის ფუნქციებს.ჟოზე ყოველთვის პირში გეუბნება რასაც ფიქრობს და ეს შესანიშნავია თვისებაა.ყველა დამრიგებელს, არ ჩვევია ეგრე.“
„მადრიდში გატარებულ თითოეულ დღეს, ვაფასებ, როგორც გამოწვევას.ჩემი მთავარი ამოცანაა, ვარჯიშების დროს ბოლომდე დახარჯვა და თამაშის საუკეთესო დონეზე ჩატარება.ძირითადად ნახშირწბით ვიკვებები, რაც სათანადოდ ენერგიას მაძლევს, როგორც ვარჯიშამდე, ასევე მის შემდეგაც.ასევე მინდა გითხრათ, რომ ვარ მორიდებული, მშვიდი და ცოტათი ხუმარა.როდესაც თანაგუნდელებთან კომფორტულად გრძნობ თავს, ცდილობ იხუმრო და გააცინო ისინი, თუმცა მარსელოს ვერავინ შეედრება, რომელიც ყოველთვის მოზღავებული ენერგიითაა.ის ცეკვავას და ეხუმრება ყველას.“
„ნახევდარცვაში, არაერთ დიდებულ ფეხბურთელთან მითამაშია ტანდემში: ხედირა, მოდრიჩი, ალონსო, იოზილი, ლემპარდი - ვფიქრობ, ყველას ვერ ჩამოვთვლი.“
მოდრიჩი: „ყველა ფეხბურთელი ოცნებობს, გაიტანოს მნიშვნელოვანი გოლი, მნიშვნელოვან შეხვედრაში.თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „მანჩესტერთან“ გასროლილი ბურთი, ერთ-ერთი ნიშანდობლივი და საუკეთესოა ჩემს კარიერაში.“
„მადრიდის „რეალია“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.“
„გუნდში არ გვაქვს რაიმე სახის რიტუალი ან ტრადიცია.ყოველთვის ჩვეულებრივად ვიმოსებით და გამარჯვებებსაც ასევე აღვნიშნავთ.“
„ვთამაშობთ იმისათვის, რომ ქომაგები გულები გავაბედნიეროთ.ტიტულების მოგება გვინდა, რათა მათთან ერთად გავიზიაროთ დიდი სიხარული.გულშემატკივრების თანადგომა ყოველთვის გადამწყვეტია და ამიტომაც ვცდილობ, ახლოს ვიყო მათთან.არასოდეს ვამბობ უარს, ავტოგრაფების დარიგებასა და მათთან საუბარზე.მიყვარს, როდესაც სიამოვნებით აღსავსე სახეებს ვუცქერ.“
„თავისუფალ დროს, ოჯახთან ერთად ვატარებ.ვეთამაშები შვილს და ვუყურებ ფილმებს.ფეხბურთის რეჟიმის გადამკიდე, ახლობლებთან ხშირი კონტაქტი არ გვიწევს, თუმცა ეს ჩემთვის პრობლემა არ წარმოადგენს, რამეთუ ჩემი საქმიანობით დიდ სიამოვნებას ვიღებ.“
ხედირა: „გუნდთან ერთად, არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი გადამხდა თავს.ჩვენი წარმატების გასაღები, გუნდურობაა.ამის წყალობით მოვიგეთ კოპა დელ რეი, ლა ლიგა და სუპერ თასი.“
„ფიზიკური კონდიციები არსებით მნიშვნელობას ატარებს ნახევარმცველისთვის, რომელიც ბევრს დარბის ხან შეტევაში, ხან კი დაცვაში.როდესაც ფორმაში არხარ, რთულია მაღალ დონეზე შეხვედრის ჩატარება.ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო გუნდს, ხოლო თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად გავატარო.ვიცხოვრო ისე, როგორც ჩემი მეგობრები ცხოვრობენ.“
„ძალიან მიყვარს Facebook-ზე შესვლა.ამასთანავე, მაქვს კიდევ რამდენიმე ახალი საიტი.ჩემთვის საინტერესოა, რომ ქომაგებს გავაცნო პირადი თვისებები.25 წლის ვარ და ჯერ კარიერის დასრულებაზე ძალიანა ადრეა საუბარი.ფეხბურთი ძალიან მიყვარს.ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
კარვალიუ: „ყოველთვის მნშვნელოვანია მომდევნო მატჩის მოგება.ტიტულების მოპოვებაზე არ ვფიქრობ, რამეთუ კარიერის განმავლობაში არაერთხელ შევძელი ამის გაკეთება.უდიდესმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ნებისმიერ მატჩში მხოლოდ მოგებაზე უნდა იფიქრო და იმაზე, თუ როგორ დაეხმარო გუნდს მიზნის მიღწევაში.“
„ნოუ კამპსა“ და „ოლდ ტრაფორდზე“ მოპოვებული გამარჯვებები, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.“
„ძალიან მიყვარს ჩოგბურთის როგორც ყურება, ასევე თამაში.“
„ვგონებ, იმისათვის, რომ დადგე კარგი მცველი, აუცილებელი არაა იყო სწრაფი.მთავარია მუდამ ფოკუსირებული მოახდინო კონკრეტულ მატჩზე.ამასთანავე ნიშანდობლივია ლოიალურობა და ყველას მიმართ ალალმართალობა.“
„კრიშტიანუ დიდებული ფეხბურთელია და ყოველთვის ცდილობს რაღაც განსაკუთრებულის შემოთავაზებას.“
RealMadrid.Com
- 20 მარტი 2013
- 1 982
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.