იოზილი: „ჩვენი მიზანია ყველა მატჩის მოგება“
სამეფო კლუბის ფლეიმეიქერი, ბუნდეს ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩებისათვის ემზადება.მესუთმა, გერმანიის საფეხბურთო ასოციაციის პრესასთან, „რეალზე“ ისაუბრა.
„მადრიდიში ჩემი ფიზიკური კონდიციები გაძლიერდა.ვცდილობ, მოედანზე თითოეული გასვლით, დიდი სიამოვნება მივიღო.რა თქმა უნდა, როგორც ფეხბურთელი უფრო მოვწიფდი და დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა.“
„სრულად ვაანალიზებ იმას, რომ ჩემს თამაშში არის გარკვეული ასპექტები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ.გამოსასწორებელი მაქვს, გოლის გატანის სტატისტიკა.ბუნებრივია, ჩემი მოვალეობა პასების დარიგებაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა რამეზე ხელი უნდა ავიღო.“
„მალიორკასთან“ დაპირისპირებაში, გუნდმა დიდებული გარჯა გაიღო.ჩვენ შევძელით მატჩის შემოტრიალება.რასაკვირველია, ამავე ტემპში ვაპირებთ გაგრძელებას.მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონას“ საკმაოდ სოლიდური ჰანდიკაპი უჭირავს, ჩვენი მიზანია დარჩენილ მატჩებში მხოლოდ გამარჯვების მოპოვება.“
„თავს ნამდვილედ ვერ დავდებ, რომელიმე თურქული კლუბის ქომაგობაზე, თუმცა მახსოვს რამდენიმე დაძაბული დერბი.ჩემთვის გამოწვევაა სტამბულში ჩასვლა.იქ ბევრი მეგობარი და რამდენიმე ოჯახის წევრი მყავს.ერთი სიტყვით, თურქეთში გასამართ შეხვედრებს ყოველთვის დიდ უპირატესობას ვანიჭებ.იმედია, სწორედ „რეალი“ მოიპოვებს შემდეგი ეტაპის საგზურს, ხოლო თურქები იმედგაცრუებულნი დარჩებიან.“
„რასაკვირველია, კარგად მახსოვს ჩემი დებიუტი სამეფო კლუბის რიგებში.მაშინ ძალიან ვღელავდი.თამაში სათადარიგოზე დავიწყე, ხედირას გვერდით და 30 წუთში მომეცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა.თამაში უგოლო ყამით დასრულდა, მაგრამ ჩემთვის ის მატჩი პატარა გამარჯვებისა იყო, რამეთუ პირველად მოვირგე დიდებული გუნდის მაისური.ახლა უკვე მესამე წელია მადრიდისტა ვარ.წარმოუდგენლად სწრაფად გადის დრო.თავდაპირველად, გამიჭირდა ადგილობრივ კულტურასთან შეგუება, ენის ბარიერის დაძლევა, თუმცა ყველაფერმა ჩაიარა.თავს ბედნიერად ვგრძნობ, რამეთუ ოჯახიც გვერდით მყავს და თანაგუნდელებიც ყოველთვის ბოლომდე მიჭერენ მხარს.ამ მხრიც გამოვყოფდი სამის.“
RealMadrid.Com
- 20 მარტი 2013
- 1 583
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.