ბლატერის ინტერვიუ
ფიფა-ს პრეზიდენტი გამომცემლობა AS-ს ესაუბრა. მან ისაუბრა მსოფლიო თასზე, ესპანეთზე, ოქროს ბურთზე, ”მადრიდის რეალსა” და ”ბარსელონაზე”. გთავაზობთ ინტერვიუს I ნაწილს.
მოდით კარსმომდგარი ეროვნული ნაკრებების შეხვედრებით დავიწყოთ. ამ დღეებში, კონკრეტულად კი ხუთშაბათს ესპანეთი და საფრანგეთი თავთავიანთ შეხვედრებს გამართავენ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით. რამდენად სამართლიანია, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მონაწილეობას ღებულობს საკვალიფიკაციო ეტაპზე, ნაცვლად იმისა, რომ ის პირდაპირ ხდებოდეს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე?
ჩვენ ანალოგიური რამ 1998 წ;ოს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გავაკეთეთ. მაგრამ მას შემდეგ ამის გაქმეუბა თავად მსოფლიოს ჩემპიონმა ქვეყნებმა მოგვთხოვეს, ვინაიდან მათ არ სურდათ ოთხი წელი უქმად ჯდომა, რაც აუცილებლად მოხდებოდა ისინი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე რომ დაგვეშვა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ვიცით, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები ეხლა რთულ სიტუაციაშია და ასე ხვდება ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, მაგრამ ესპანეთი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და საკმარისად ნიჭიერი ფეხბურთელები ყავს, რომ ეს ეტაპი დაძლიოს.
არცერთ ესპანურ არხს ჯერჯერობით არ შეუძენია 2014 წლის ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლებები. ეს ალბათ იმიტომ, რომ ესპანეთს ჯერ არ გაუვლია საკვალიფიკაციო ეტაპი.
სატელევიზიო უფლებების ყიდვა/გაყიდვის ამბავი ასე მარტივი საკითხი არაა და განსაკუთრებით კი ესპანეთში. ჩემი აზრით, როცა ესაპნეთი საბოლოო გაიფორმებს საგზურს მსოფლიო ჩემპიონატზე, რაშიც ეჭვი არ მეპარება, სწორედ მაგ დროს იყიდან ესპანური ოპერატორები მაწუყებლობის უფლებას. კონფედერაციის 2013 წლის გათამაშების უფლებები, როგორც ვიცი ნაყიდი აქვთ ესპანურ მედიასაშუალებებს.
ფიფას კონფედერაციის თასზე რას იტყვით, გაამართლა?
დიახ, ძალიან. კონფედერაციის თასი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპად შეიძლება ჩათვალონ, მაგრამ ეს ჩემპიონების ტურნირია. ესაა ოფიციალური ტურნირი, რომელშიც ყველა კონტინენტის ჩემპიონები მონაწილეობენ.
იქნებ მომდევნო კონფედერაციის თასზე მაინც ვიხილოთ ესპანეთისა და ბრაზილიის დაპირისპირება. რომელი თამაშის განმეორებას იხილავდით?
ყველაზე მეტად რომელი თამაშმაც მე პირადად მომხიბლა იყო სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ესპანეთისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებების მონაწილეობით. მაშინ ძალიან მინდოდა, რომ ის თამაში დიდხანს გაგრძელებულიყო. ვლოცულობდი, რომ თერთმეტმეტრიანებს არ გადაეწყვიტათ თამაშის ბედი. არ მინდოდა ყველაფერი ლატარიით გარკვეუილიყო გამარჯვებული. იმ თამაშში ერთი გოლით უნდა გაგვეგო ვინ იქნებოდა ჩემპიონი. ამ დროს ინიესტას გააქვს გოლი და მე შვებით ამოვისნთქე.
როგორც ჩანს, თქვენ გეშინიათ ჩემპიონატის ფინალში გამარჯვებულის თერთმეტმეტრიანი დარტყმებით გარკვევის და დიდად არ გხიბლავთ ეს. ასეთი რამ გვახსოვს საფეხბურთო სამყაროში. არ შეიძლება , რომ ამ თამაშში გამარჯვებული ბედი მხოლო და მხოლოდ მოგებით ირკვეოდეს?
ჩემი აზრით, ეს კარგი იდეაა, მაგრამ არამგონია ეს შესაძლებელი იყოს. ადვილი ნამდვილად არ არის, ვინაიდან ფინალის და ჩემპიონის ბედი იმ დღესვე უნდა გადაწყდეს. იმედი გვაქვს ვიპოვით გამოსავალს, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ თავიდან ავიცილოთ ფინალში თერთმეტმეტრიანი დარტყმები. რატომ? თერთმეტმეტრიანები უკვე ფეხბურთი არაა.ეს ლატარიაა. ეს ერთი ერთზე დუელია თითოეული ფეხბურთელის. მეორე მხრივ, თერთმეტმეტრიანების სერია კარგია ტელევიზიებისთვის, ვინაიდან მათი ადუტირორია და მაყურებელთა რიცხვი ამ დროს საკმაოდ იზრდება.
თქვენ ყოველთვის იყავით ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. იმასაც ამბობენ, რომ ვილია თქვენი ერთ-ერთი გამორჩეული და ფავორიტი ფეხბურთელია, ისევე როგორც ინიესტა და ხავი. თქვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ დელ ბოსკესთან. ფიქრობთ თუ არა, რომ ოქროს ბურთს ესპანელი ფეხბურთელი იმსახურებდა? უნდა აეღო ესპანელ ფეხბურთელს ოქროს ბურთი იმის გამო, რომ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა? ანალოგიური რამ მოხდა გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის დროს, რომლის შემდეგაც ოქროს ბურთი კანავარომ მიიღო.
მე ჩემი მხრივ , მუდამ იმედი მქონდა, რომ ესპანელი აიღებდა ოქროს ბურთს სამხრეთ-აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მაგრამ მე ხმა არ მიმიცია. ხმა მისცეს კაპიტნებმა, მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა. მე გამიხარდებოდა გამარჯვებული ესპანელი თუ იქნებოდა, მაგრამ არ მქონდა , როგორც წინაღ აღვნიშნე, ხმის მიცემის უფლება. სამაგიეროდ ხავი და კასილასი ერთდროულად წარვადგინე ასტურიის პრინცის ჯილდოზე. გახარებული ვარ, რომ ჩემმა წინადადებამ ერთდროულად წარდგენასთან დაკავშირებით გაამართლა.
მოდით სხვა თემაზე გადავიდეთ. ტექნოლოგიები, ფიფას და უეფას გასნავებული კრიტერიუმები გააჩნიათ ტექნოლოგიუების გამოყენებასთან დაკავშირებით. რას იტყვით ამაზე?
თუ ეს ტექნოლოგიები არ დაინერგა, ეს მხოლოდ პლატინის დამსახურება იქნება. მარტო პლატინის და არავისი სხვისი. ფედერაციებს, ლიგის წარმომადგენლებს, ფეხბურთელებს და სხვებს ყველას სურს გოლის დამფიქსირებელი ტექნოლოგიების დანერვა. თუ პლატინის კეთილი ნება იქნება, მაშინ ეს ტექნოლოგიები აუცილებლად დაინერგება.
თქვენ ადრე არ მოგწონდათ ახალი ტექნოლოგიები, მაგრამ როგორც ჩანს, შეიცვალეთ აზრი. ამაში დიდი წვლილი სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებულმა მოვლენამ ხომ არ იქონია გავლენა? (საქმე ეხება ლამპარდის გოლს)
დიახ, მე ეს მაშინ ნათლად დავინახე. ძალიან ცუდი ღამე მქონდა იმ ეპიზოდის შემდეგ, საერთოდ არ მიძინია. მაშინ მე ვტქვი, რომ თუ ვიპოვით ისეთ საშუალებას, რომლის სიზუსტეც 99 პროცენტი იქნება, აუცილებლად მივიღებდით მათ. ეხლა ჩვენ რამოდენიმე გამართული სისტემა გვაქვს. მე ვადასტურებ, რომ კონფედერაციის თასზე აუცილებლად გამოვიყენებთ ხაზის გადაკვეთის დამაფიქსირებელ სისტემათგან რომელიმეს.
და შეიძლება დადგეს დრო, როცა დამატებითი ხალხი იქნება, რომლებიც მონიტორს შეხედავენ და შეცდომის შესახებ აცნობებენ მსაჯებს?
არა, ეს არ მოხდება. ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ფეხბურთის წესები, რომელიც დაფიძნებულია, როგორც სწორ გადაწყვეტილებებზე, ასევე რომელიც მოიცავს დაშვებულ შეცდომებსაც, რომელშიც შედის , როგორც მსაჯების და ფეხბურთელების წარმატებები, ასევე მათი შეცდომები. ტექნოლოგია მხოლოდ დაიშვება გოლის ხაზზე და არა სრულიად. ის არ შეეხება სხვადასხვა ჯარიებისა და თერთმეტმეტრიანების დანიშვნ/აარ დანიშვნის საკითხს.
მსაჯები მიესალმებიან ამ ტექნოლოგიას?
რა თქმა უნდა. ყველა მათგანმა მხოლოდ და მხოლოდ მოიწონა ის, ვინაიდან შეცდომები , რომლებსაც უშვებდნენ გოლის ჩათვლა-არ ჩათვლის დროს მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. გოლის არნახვა სერიოზული შეცდომაა. ამიტომაც არბიტრებმა კარგად მიიღეს ეს დახმარება.
შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიწყენებთ ჰაუქეის ტექნოლოგიებს გოლის ფიქსირებისთვის?
დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ტექნოლოგია გამოყენებულ იქნება, როგორც ორ თვეში კონფედერაციის თავზე, ასევე მომდევნო წელს ბრაზილიაში. ჩატარებულმა ტესტირებებმა და გამოცდებმა კარგი შედეგი აჩვენებს და ამიტომაც მას ჩვენ დავნერგავთ. რამდენად გაამართლებს ეს ტექნოლოგია , ამას რამოდენიმე თვეში კონფედერაციის თასზე ვნახავთ.
სხვა მნიშვნელოვნი საკითხები , გარდა ტექნოლოგიებისა, არის ეროვნული ნაკრებების შეხვედრბის კალენდარი, რასიზმი, მატჩების ჩაწყობა, დოპინგი ფეხბურთელებში, სატრანსფერო აქტიურობები. მოდით ისინი დავყოთ: დავიწყოთ ეროვნული ნაკრებების კალენდრებით. როცა ეროვნულ ნაკრებს უწევს თამაში, კლუბები პროტესტს გამოხატავენ, ვინაიდან მათი ფეხბურთელები ტრავმიანობის საფრთხის წინაშე დგებიან. რას იტყვით ამაზე?
ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა მხარესთან და გვაგრძელებთ განვიტარებას. ფიფამ ითანამშრომლა ექვს კონფედერაციასთან, კლუბებთან. სხვადასხვა ლიგის წარმომადგენლებთან და ფიფაპრო-სთან, რომლის შედეგადაც წინასწარ გაწერილი კალნდარი არსებობს 2015-2018 წლებისთვის.
შემდეგი პრობლემა არის რასიზმი.
ეს პრობლემა ასე ადვილად არ მოგავრდება, აქ რადიკალური გადაწყვეტილებებია საჭირო. სანქციები უკვე როგორც ჩანს აღარ მოქმედებს, ამიტომაც უნდა მივმართოთ ქულების ჩამოწერას, ფიფას მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობის აკრძალვას და ა.შ.
დოპინგი ფეხბურთში ნამდვილად არ არის უმთავრესი პრობლემა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ანალიზი ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აპირებთ თუ არა ფიფას ბილოგიური პასპორტების შემოღებას?
ფიფა ყოველწლიურად რამოდენიმე ათას შემოწმებას ახორციელებს და დარღვევები , რომელსაც სერიოზული სახე ქონდა , არ გვქონია. ანალოგიური რამ ხდება ოლიმპიურ შეჯიბრებებზეც, ზოგიერთი სახეობის გარდა (ველოსპორტი). ფიფამ წარმოადგინა ბილოგიური პასპორტი სპორტსმენების უფრო მეტად კონტროლისთვის და ფეხბურთში დოპინგის გამოყენების შემცირებისთვის.
რას იტყვით ჩაწყობილ თამაშებზე?
ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ფიფამ საკმაოდ ამბიციური პროგრამა აამუშავა.პირველი მიზანი არის ხალხში ცნობიერების ამაღლება და ფეხბურთთან დაკავშირებით რამე საეჭვოს შემჩნების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვა. ფიფამ მიაღწია შეთანხმებას ინტერპოლთან აღნიშნულთან დაკავშირებით, რაშიც ფიფას მხრიდან 20 მლნ. ა.შ.შ დოლარი იქნა ჩადებული.
ფიფამ დაბლოკა ბარსელონას სამი ბავშვის აღსაზრდელის ტრანსფერი. როგორ აკონტროლებს ფიფა მოზარდ ფეხბურთელების ტრეფიკინგის საკითხს?
”ბარსას” საკითხს შესაბამისი კომიტეტი განიხილას, მაგრამ ახალგაზრდებისა და მოზარდების დაქირავების შესახებ კარგად გაწერილი წესები არსებობს
თქვენ ”მადრიდის რეალის” საპატიო პრეზიდენტი ბრძანებით არა?
დიახ. მე ”მადრიდის რეალის” საპატიო წევრი და პრეზიდენტი ვარ. როცა ჟურნალისტი გახლდით, მაშინ დი სტეფანოს თამაშის შემხედვარე ”მადრიდის რეალის” აქტიური გულშემატკივარი ვიყავი. ახლაგაზრდობისას ფეხბურთს ვათამაშობდი და მუდამ 9 ნომერი ვიყავი, დი სტეფანო ჩემი იდეალი იყო. როცა მშობლიურ კლუბში სათამაშოდ დავბრუნდი , მუდამ თეთრი ფორმა მეცვა და ისე ვთამაშობდი. არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა დი სტეფანოს შევხვდი პირველად.ეს იყო 70-იან წლებში. მაშინ მადრიდში პატივს მიაგებდნენ ბერნაბეუს. ეს ჩემთვის დაუვიწყარი დღე იყო.
- 19 მარტი 2013
- 3 336
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.