48-დან 15 სტანდარტულებზე მოდის.
48 გოლიდან ”მადრიდის რეალმა” 15 სტანდარტულებიდან გაუშვა.
გუნდში აცნობიერებენ , რომ ეს პრობლემა ნამდვილად დგას. უბრალოდ ფეხბურთელების, მწვრთნელების და კლუბის წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გამოთქმულ მოსაზრებებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ”თეთრების” რიგებში აღელვებულნი არიან სტანდარტული მდგომარეობიდან გაშვებული გოლების შესახებ არსებული სტატისტიკით.
პეპემ აღიარა:
”ჩვენ სერიოზულად ვღელავთ გოლების იმ დიდი რაოდენობით, რომელსაც სტანდარტულებიდან ვუშვებთ.”
ემილიო ბუტრაგენიო უფრო შორს წავიდა:
”ასეთი დამოკიდებულება ევროპაში შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს.”
აიტორ კარანკა თავის მხრივ ხსნის:
”ჩვენი ჩავარდნები სტანდარტულების გათამაშების დროს განპირობებითია არადამაჯერებელი და არასათანადო კონცენტრაციით.”
თავად პრობლემის აღიარება და გაგება არ ნიშნავს იმას, რომ ის მოგვარდება. 48 გაშვებული გოლიდან 15 გოლი მეტოქემ ”მადრიდის რეალს” სწორედ სტანდარტულების გათამაშებიდან შეუგდო.
ალეხანდრო ალფაროს მიერ გატანილი გოლი ”მადრიდის რეალის” კარში ”მალიორკასთან” დაპირისპირების დროს მერვე გოლი იყო, რომელიც ”ბლანკოსებმა” გაუშვა კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ: ”მალიორკა”, ”მანჩესტერ იუნაიტედი”, ”გრანადა”, ”ესპანიოლი”, ”ვალიადოლიდი” (ორჯერ), ”აიაქსი” და ”სევილია”. ხუთი გოლი ”მადრიდის რეალმა” სტანდარტული დარტყმებიდან გაუშვა: ”ვალენსია”, ”ალკოიანი”, ”მანცესტერ სიტი” და ”ბარსლონა”, ხოლო ორი გოლი კი თავისუფალი დარტყმის დროს (”ხეტაფე” და ”ვაელსნია”). თუ ამ გოლებს დავუმატებთ კიდევ 3 თერთმეტმეტრიანიდან გაშვებულ გოლს (ხაბი პრიეტო, სერხიო აგუერო და ლიონელ მესი), მაშინ გამოდის რომ გაშვებული გოლების 37% ”მადრიდის რეალმა” სწორედ სტანდარტულების დროს მიიღო.
თავად ჟოზე მოურინიომ დანი უელბეკის მიერ თავით გატანილი გოლი არასაკმაირ მომზადებას დააბრალა:
”ჩვენ დაწვრილებით ვსწავლობთ და ისე ვემზებიდთ მეტოქისთვის, ვსწავლობთ მის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მათ შორის მათ ქცევას კუთხურის ჩაწოდების დროს, მაგრამ აი, იწყება თამაში და ჩვენ ბავშვურ შეცდომებს ვუშვებთ.”
- 19 მარტი 2013
- 1 989
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.