ფლორენტინო პერესის ინტერვიუ

პრეზიდენტს სჯერა, რომ გუნდი არ დანებდება.

წინ კიდევ 30 გასათამაშებელი ქულაა და ”მადრიდის რეალი” ბოლომდე აპირებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის. ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ პრეზიდენტი პირველ რიგში და შემდეგ თავად მწვრთნელები ფეხბურთელებს მოუწოდებენ , რომ ბოლომდე არ დაყარონ ფარ-ხმალი. არ უნდა შევწყვიტონ ჩემპიონობაზე ფიქრი, სანამ ამის მინიმალური თეორიული შანსი მაინც არსებობს.

მიუხედავად იმის,ა რომ ეს ასე ვთქვათ შეუსრულებელი მისიაა, პრეზიდენტს სჯერა, რომ ფეხბურთელებმა უნდა განაგრძონ თითოეული თამაშის მოგება და ეცადონ ლიდერთან მიახლოებას, რომელიც 13 ქულით უწსრებს და ამით ისინი ანერვიულონ: ”ჩვენ უნდა განვაგრძოთ ზეწოლა ”ბარსელონაზე”. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ 13 ქულით უკან ვართ. ჩვენ უნდა ვცადოთ. უნდა გვჯეროდეს. უნდა ფიქრობდეთ იმ გულშემატკივრებზე, რომლებიც აქ თქვენს სანახავად და მხარდასაჭერად დადიან თითოეულ თამაშზე და მე მჯერა, რომ სასწაულებიც ხდება.”

ფლორენტინო მუდამ ელაპარაკება იმ ხალხს, ვისაც თავიდანვე ხელი აქვს ჩაქნეული და მოუწოდებს მათ, რომ შეიკავონ ემოციები და ბოლომდე დაუდგნენ გვერდით კლუბს და გაამხნევონ ფეხბურთელები.

ფეხბურთელები არ უნდა მოდუნდნენ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ ჯერ არაფერი არ მორჩენილა და ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას აზრი აქვს. ეს ასეც არის. თუნდაც ის ფაქტი, რომ გუშინ კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა: ”ლიგის მოგება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”, ბევრ რამეზე მეტყველებს/

ყველაზე კარგად კი იგუაინმა გამოხატა თავისი ემოციები, როცა ”მალიოკრას” თამაშის მოგების შემდეგ განაცხადა: ”ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ”ბარსელონაზე” ზეწოლა და მათ არ უნდა მივცეთ მოდუნების საშუალება.”

  • shvela
  • 19 მარტი 2013
  • 2 105
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)