მოდრიჩმა საჯარიმოს მისადგომებიდან სამი გოლი გაიტანა
მიმდინარე სეზონში ლუკა მოდრიჩმა მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში საჯარიმოს მისადგომებიდან სამი გოლის გატანა მოახერხა.
ხორვატი ნახევარმცველი "სამეფო კლუბში" თავის პირველ სეზონს ატარებს. მას ალიან ძლიერი დარტყმა აქვს. ეს სამჯერ დაადასტურა, როცა მან საჯარიმოს მისადგომებიდან "სარაგოსას", "იუნაიტედს" და "მალიორკას" გაუტანა. მარტში მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
პირველი გოლი მან "სარაგოსას" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუტანა. შემდეგ ხორვატმა ნახევარმცველმა მანჩესტერ "იუნაიტედს" უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა, ეს შეხვედრა საბოლაოდ გუნდმა 2:1 მოიგო. ბოლო მატჩში კი ლუკამ "მალიორკას" კარი დალაშქრა.
- 18 მარტი 2013
- 1 987
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.