ფეხბურთელთა შეფასებები

ფეხბურთელთა შეფასებები "მილანთან" მატჩის შემდეგ.

კასილასი – 7: "მილანმა" კარში რამდენიმეჯერ დაარტყა, მაგრამ კასილასი ყველა დარტყმისთვის მზად იყო, რამაც არ მისცა" როსონერის" ერთზე მეტი გოლის გატანის საშუალება.

სერხიო რამოსი – 8: სერხიო შესანიშნავად ერთვებოდა შეტევებში და არ აძლევდა ძამბროტას გაეკეთებინა თავისი საფირმო სვლები. ესპანელს უჭირდა რონალდინიოს გაჩერება, მაგრამ მისი სამუშაო არ დარჩენილა შეუმჩნეველი.

პეპე – 6,5: ღებულობდა რამდენიმე სარისკო გადაწყვეტილებებს, მაგრამ ძალიან ენერგიული იყო.

ალბიოლი – 5: უშვებდა არც ისე ცოტა შეცდომებს.

არბელოა – 3: ითამაშა მარცხენა მცველის პოზიციაზე, სადაც ორი კვირის წინ მარსელო თამაშობდა. "ლივერპულის" ყოფილი მცველი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა პატოს წინააღმდეგ, ცუდად ერთვებოდა შეტევებში.

ლასი – 8: შესანიშნავი იყო ზეედორფის წინააღმდეგ. ასევე კარგად იწყებდა "ბლანკოსის" შეტევებს.

ხაბი ალონსო – 6: არც ისე შესამჩნევი იყო ამ საღამოს. კარგად დაიწყო, მაგრამ მატჩის განმავლობაში შესამჩნევი არ ყოფილა.

კაკა – 6,5: მას ამ შეხვედრაში მეურვეობდა ამბროზინი, რომელიც შესანიშნავად ართმევდა თავს ბრაზილიელის წინააღმდეგ თამაშს. კაკას დარტყმაც კი, რომლის შემდეგაც გავიდა გოლი არ ამართლებს ბრაზილიელის თამაშს.

მარსელო – 8: ძალიან კარგად ითამაშა თავის საყვარელ პოზიციაზე. ოდოს წინააღმდეგ წარმატებით თამაშობდა და გუნდის შეტევებსაც იწყებდა.

ბენზემა – 6: გაიტანა გოლი, მაგრამ შეტევაში მაინც ვერ გამოიყურებოდა სათანადოდ.

იგუაინი – 4: მიუხედავად იმისა, რომ "ხეტაფესთან" შეხვედრაში მატჩის გმირი გახდა, ვერაფრის გაკეთება არგენტინელმა ვერ შეძლო.


ინფორმაციის წყარო: Goal.com

  • faqo
  • 4 ნოემბერი 2009
  • 3 248
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (134)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)