ალონსოს "რეალთან" კონტრაქტს არ ახანგრძლივებს
31 წლის ნახევარმცველი "სამეფო კლუბთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
Punto Pelota-ს ცნობით, "რეალის" ხელმძღვანელობამ ხაბის კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივება შესთავაზა რაზეც ფეხბურთელისგან უარი მიიღო.
ამის მიუხედავად "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა ხაბის გაყიდვას არ გეგმავს, ალონსო კლუბში 2014 წლის ივნისამდე ითამაშებს და შემდეგ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
გავიხსენოთ, რომ ალონსო მადრიდის "რეალში" 2009 წელს "ლივერპულიდან" გადმოვიდა და გუნდის განუყრელ ნაწილად იქცა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა "პრიმერადივიზიონის" 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
- 18 მარტი 2013
- 3 063
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.