"რეალი" - "გალათასარაი" - ისტორია
როგორც იცით, ნიონში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად მადრიდის "რეალის" მეოთხედფინალური მეტოქე "გალათასარაი" იქნება. აღსანიშნავია, რომ ესპანურ-თურქული დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მანამდეც შედგა, კერძოდ 2000-01 წლების სეზონში. მაშინდელი შემადგენლობიდან სამეფო კლუბს მხოლო იკერ კასილიასი და ჟოზე მოურინიოს ასისტენტი აიტორ კარანკა შემორჩა. ნიშანდობლივია, რომ მაშინაც მეოთხედფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს აღნიშნული გუნდები.
პირველი მატჩი თურქეთში 2001 წლის 3 აპრილს გაიმართა. მადრიდელები პირველ ტაიმში ელგერასა და მაკელელეს გოლების წყალობით ორ ბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა თურქებმა მეორე ტაიმში მატჩის შემოტრიალება მოახერხეს და 3-2 იმარჯვეს. გოლები უმიტ დავალამ, ჰასან შაშმა და ჟარდელმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის არბიტრი პიერ ლუიჯი კოლინა გახლდათ.
გალათასარაი: ტაფარელი, კაპონე (ფათიჰი 46'), პოპესკუ, ბალენტი, ერგუნი, უმიტი, ოკანი, სუატი (აკინი 46'), ჰაჯი, ჰასან შაში, ჟარდელი.
მადრიდის "რეალი": კასილიასი, სალგადო, იერო, კარანკა, კარლოსი, მაკელელე(სელადესი 62'), ელგერა, ფიგუ, რაული, მაკმანამანი(სოლარი 91'), მორიენტესი(გუტი 68')
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, რომელიც 18 აპრილს გაიმართა, მადრიდელებმა მეტოქე უშანსოდ დაამარცხეს. ანგარიში მეთხუთმეტე წუთზე რაულმა გახსნა, პირველ ტაიმშივე ელგერამ სამეფო კლუბის ორამდე გაზარდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისშივე რაულმა დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე საბოლოო შედეგი 3-0 დააფიქსირა.
მადრიდის "რეალი": კასილიასი, სალგადო, იერო, კარანკა, კარლოსი(სოლარი 92'), მაკელელე, ელგერა, ფიგუ(სავიო 86'), რაული, მაკმანამანი, გუტი(კონსეისაო 75')
გალათასარაი: ტაფარელი, ემრე ასიკი, ბალენტი, ფათიჰი, უმიტი, ოკანი, სუატი (აკინი 46'), ემრე ბელეზოღლუ, ჰაჯი, ჰასან შაში(არიფი 67'), ჟარდელი.
- 15 მარტი 2013
- 5 160
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.