ტომას რონსერო: ”უმრავლესობა თანახმაა”
გთავაზობთ გიჟი მადრიდისტას ტომას რონსეროს მოსაზრებას.
ჯერჯერობით მოურინიოსთან დაკავშირებით არაფერი არ არის გარკვეული (რა თქმა უინდა, თუ თქვენ არ გამოგიგონიათ მომავლის მანქანა და არ ყოფილხართ ივნისის თვეში, ან კიდევ უკვე არ გიმოგზაურიათ 2016 წელში) და სეზონის ბოლომდე ალბათ ასეც იქნება. მაისის დასასრულს ფლორენტინო პერესი და ჟოზე ანხელ სანჩესი შეხვდებიან ჟოზე მოურინიოს და სწორედ მაშინ გაცხადდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მხარეები.
მიუხედავად ამისა, კლუბმა ბოლო დროს ”ბარსელონასთან” ორგზის და ”მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ნაჩვენები შედეგების შემდეგ გადაწყვიტა თავის წევრებში გამოკიხვა ჩაეტარებინა, რომელიც სწორედ პორტუგალიელის მიერ გაწეულ სამუშაოს ეხებოდა. გამოკითხვის აზრი მდგომარეობად იმაში, რომ აინტერესებდათ, რამდენად კმაყოფილნი იყვნენ ისინი პორტუგალიელი სპეციალისტის მუშაობით. სულ გამოიკითხა 3000-ზე მეტი წევრი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
1. კლუბის წევრობის პერიოდის ხანგრძლივობა
2. ხმის მიცემის უფლები ქონა (როგორც მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება მიმდინარე წლის ივნისის თვეში)
შედეგი. ამ გამოკითხვაში იყო კითხვები, რომლებიც ეხებოდა კლუბის სპორტულ და ინსტიტუციონალურ მდგომარეობას, მაგრამ მათ შორის უმნიშვნელოვანესად შეიძლება ჩაითვალოს საკითხი, რომელიც იკვლევდა სურდათ თუ არა კლუბის წევრებს , რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მომდევნო წელსაც ყოფილიყო ”მადრიდის რეალის” მთავარი მწვრთნელი. როგორც გამომცემლობა AS სანდო წყარომ აცნობა, გამოკითხულთა 89,7% მხარს უჭერდა ჟოზე მოურინიოს მომდევნო სეზონშიც დარჩენის იდეას. ეს ნიშნავს, რომ ჟოზე მოურინიოს კვლავ შეუძლია ქონდეს იმ ხალხის იმედი და მას კვლავ მხარს უჭერს სწორედ ის ხალხი, რომელთა ნდობა მან იანვარში დაკარგა, როცა იკერ კასილასი სათადარიგოთა სკამზე დასვა და მის ადგილას ადანი დააყენა.
კლუბმა აღნიშნული კვლევის შედეგები უკვე აცნობა ჟოზე მოურინიოს.
მორატი: ”რა მოხდება , მოურინიო რომ დაბრუნდეს. არა, ეს შეუძლებელია.”
Sky Sport-მა ”ინტერის” პრეზიდენტ მასიმო მორატისთან ინტერვიუ ჩაწერა ”ტოტენჰემთან” მისი გუნდის გუშინდელი დაპირისპირების წინ. მას კითხეს, ”რა მოხდება , მოურინიო რომ დაბრუნდეს ინტერში?” რაზეც ”ინტერის” პრეზიდენტმა განაცხადა: ”არა, ეს შეუძლებელია”...
- 15 მარტი 2013
- 3 291
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.