ტომას რონსერო "მადრიდის რეალზე"
გთავაზობთ გიჟი მადრიდისტას მოსაზრებას "მადრიდის რეალზე".
ევროპის ჩემპიონების თასებს სწორედ ამგვარ დაძაბულ და რთულ შეხვედრებში იგებენ, როცა ყველაფერი შენს წინააღმდეგია, როცა აუცილებელია, რომ მორიგ ეპიზოდსა და სიტუაციებში გაუძლო და გადაეწყო. "მადრიდის რეალმა" "ოლდ ტრაფორდზე" , შეიძლება სულაც არ აჩვენა საკუთარი საუკეთესო თამაში, მაგრამ მიუხედაბად ამისა, მან აჩვენა ხასიათი და თავის თავის რწმენა, რაც ევროთასების ბატალიებისთვის აუცილებელია კიდეც.
იმათ, რომლებიც უყურებდნენ გუშინდელ შეხვედრას, შეეძლოთ კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყვნენ იმაში, თუ რატომ არის "მადრიდის რეალი" დიდებული და უდიდესი კლუბი. გაუშვა რა გოლი, "თეთრები", რომლებიც მასპინძელთა მხარდამჭერებით გადაძეძგილ სტადიონზე თამაშობდნენ, არ გამოსულან მწყობრიდან, არ "დანებდნენ" , არამედ მიყვნენ თავიანთი ფეხბურთის თამაშს, ისინი ბოლომდე მიყვნენ მწვრთნელის გეგმას.
"მადრიდის რეალისთვის" მთავარი ამ მატჩში გახდა მოურინიოს უნარი იგრძნოს სათამაშო სიტუაციის სპეციფიკა. "მადრიდის რეალმა" თამაშის ბოლო 30 წუთი წარმოუდგენლად კარგად და შეუცდოლმად ჩაატარა.
დიახ, "მადრიდის რეალს" ყავდა ერთი ფეხბურთელით მეტი, მაგრამ ამ უპირატესობის გამოყენებას ცოდნა და უნარი სჭირდება. შეიძლება გავიხსენოთ, რომ წინა წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსა" ასევე თამაშობდა "ჩელსის" წინააღმდეგ უფრო მეტი ფეხბურთელით მას შემდეგ, რაც მოედნიდან ჯონ ტერი გააგდეს. მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა მაინც ვერ მოახერხეს თამაშის ბედის საკუთარი თავის სასარგებლოდ მოტრიალება. მოურინიომ მოედანზე მოდრიჩი გამოიყვანა და ხორვატმა , შეიძლება ითქვას, გამოისყიდა მასში გადახდილი თანხა. ამ სიტუაციამ გამახსენდა ის, რაც იყო 2000 წელს, როცა მანამდე არაფრის მაჩვენებელმა ნიკოლა ანელკამ გაიტანა გადამწყვეტი გოლი "ბავარიასთან" ნახევარფინალურ დაპირისპირებაში და "მადრიდის რეალს" მერვე ლიგის ჩემპიონატისკენ გაუხსნა გული.
მოდრიჩის გოლი დიდი ოსტატის გოლი იყო - ასეთ სიტუაციაში მხოლოდ ასე შეიძლებოდა გოლის გატან, ძელიდან რიკოშეტის შედეგად, ვინაიდან დავიდ დე ხეა თავის კარს სრულიად აკონტროლებდა.
სუპერ ლოპესი
დიდებულ კლუბებში ყველა ფეხბურთელი განსკუთრებული ვარსკვლავური მატერიისგან არიან გაკეთებულები. და ძალიან კარგია იმის გაცნობიერება, რომ იკერ კასილასის არყოფნის დროს, "მადრიდის რეალის" კარში დგას ის ადამიანი, რომელიც კლუბის მხრიდან ნდობას იმსახურებს. დიეგო ლოპესს, ვალდებაბასის კანტერს აღზრდილს, პირველ გუნში თამაშის შანსი საკმაოდ დაღვინებულ ასაკში მიეცა. მიეცა და როგორ დიდებულად გამოიყენა მან ეს შანსი! "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ის ისე თამაშობდა, თითქოსდა მისი სხეული რეზინის ყოფილიყო, ხოლო ხელები კი რკინის. მისი ჭკვიანურმა და თავდაჯერებულმა მოქმედებამ არ მისცა "მანჩესტერ იუნაიტედს" საშუალება გაეტანა კიდევ ერთი გოლი და ეჭვქვეშ დაეყენებინა "მადრიდის რეალის" შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხი. იკერ კასილასმა, რომელიც თამაშს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს, ეხლა ალბათ გააცნობიერა, რომ მას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა ძირითად შემადგენლობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, "ოლდ ტრაფორდზე" თამაშის შემდეგ შეიძლება თავდაჯერებულად ვთქვათ, რომ "მადრიდის რეალის" კარს ღირსეული მეკარე იცავს.
სერ კრიშტიანუ
კრიშტიანუ რონალდუმ ამ მატჩი ნამდვილი ღირსება გვაჩვენა , ის უშიშარი და გამარჯვებული რაინდი იყო. თამაშობდა რა თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, რომელთანაც მას კვლავ თბილი ურთიერთობა აკავშირებს, მან შეძლო და დაეხმარა "მადრიდის რეალს" და არ მისცა საშუალება "მანჩესტერ იუნაიტედს" გაემარჯვა გუშინ. ყველამ ნახა მისი ჟესტი გოლის შემდეგ. ასევე თვალშისაცემი იყო, თუ როგორი მონდომებით ულოცავდნენ "მადრიდის რეალის" ფეხბურთელები მას გატანილ გოლს. ცხადია, რომ "მადრიდის რეალის" გასახდელში ნამდვილად არ არის ჟურნალისტებისთვის ესე სასურველი ეგოისტი მოთამაშე და იქ ერთი ყველასთვისაა და ყველა ერთისთვისაა.
თურქი მსაჯი
სინამდვილეში, თურქი მსაჯის მხრიდან დაზარალებული მხოლოდ და მხოლოდ "მადრიდის რეალი" იყო. პირველი გოლის დროს თურქმა არბიტრების ბრიგადამ არ შეამჩნია თამაშგარე მდგომარეობა , რომელშიც ვან პერსი იმყოფებოდ, ამის შემდეგ კი მსაჯმა არ დანიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა რაფაელის მიერ ხელით თამაშის გამო. ყველა ეს მომენტები უფრო მეტად სერიოზულია, ვიდრე ნანის გაგდეს საკამათო სიტუაცია და გადაწყვეტილება.
გულშემატკივრები
ეს მოგება დღესასწაულია მთელი მსოფლიოს მადრიდისტებისთვის, მაგრამ პირველ რიგში ის უნდა მივუძღვნათ სამეფო გუნდის იმ გულშემატკივრებს, რომლებიც "მადრიდის რეალს" "ოლდ ტრაფორდზე" უდგნენ გვერდში. თქვენ 3500-ნი იყავით მეგობრებო, მაგრამ შეიძლებოდა თქვენი ნახვა და მოსმენა. მანჩესტერში "მადრიდის რეალი" არ იყო.
- 7 მარტი 2013
- 2 482
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.