ალფრედო რელანოს "მადრიდის რეალზე"

გთავაზობთ ალფრედო რელანოს აზრს "მადრიდის რეალზე".

ის, რაც "მადრიდის რეალისთვის" გამოცდის კვირად უნდა ქცეულიყო, დიდებულ კვირად იქცა. სულ რაღაც რამოდენიმე დღეში ჟოზე მოურინიოს ბიჭებმა მოახერხეს "ბარსასთან" გამკლავება, გზა გაიკვალეს რა სამეფო თასის ფინალისკენ , ამის ნაკვალევზე კი სანატრელი მეათესკენ მიმავალ გზაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ბარიკადები დაძლიეს.

რა თქმა უნდა , წინ კიდევ იქნება სხვადასხვა გამოცდები, მაგრამ "მადრიდის რეალმა" ეს წინაპირობა წარმატებით დაძლიეს. თავის მოედანზე რამოდენიმე არც თუ ისე კარგი და წარმატებული შედეგების შემდეგ, "მადრიდის რეალმა" შეძლო თავისი უმთავრესი მეტოქის დამარცხება და თავდაყირა დააყენა დღევანდელი წარმატება ან წარუმატებლობის საკითხი. არც თუ ისე დიდი ხნის წინ "ბარსელონა" შეუდარებლად გამოიყურებოდა, ხოლო "მადრიდის რეალი" კი პირიქით, ირყეოდა , როგორც თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში, ეხლა კი კატალონიელები ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვნენ, ხოლო "თეთრებისთვის" კი ნათელი მზე ანათებს და მათ ზურგის ქარი უბერავთ.

რა თქმა უნდა, არ ღირს შემთხვევითობის როლის გამორიცხვაც. გუშინ "ოლდ ტრაფორდზე" ნანის გაძევებამ, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია თამაშის მიმდინარეობაზე. არბიტრი მკაცრი იყო, შეიძლება ძალიან მკაცრად დასაჯა ნანი სახიფათო თამაშის გამო (მოგვიანებით მსაჯმა, ალბათ უფრო თავისი სიმკაცრის კომპენსირების მიზნით, თერთმეტმეტრიანი და წითელი ბარათი არ დანიშნა რაფაელის ხელით თამაშის სიტუაციასთან დაკავშირებით).

და აი, დადგა ჟოზე მოურინიოს დროც, მისმა საათმა ჩამოკრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა , რომ შეუდარებელია თამაშის მსველელობის მანძილზე კორექტივების შეტანა შეხვედრაში. როგორც კი "მადრიდის რეალი" უმრავლესობაში დარჩა, მწვრთნელმა ალვარო არბელოა მოხსნა, რომელიც ანხელ დი მარიას გარეშე თავის ფლანგზე მარტო არც ისე ეფექტური იყო და ამავდროულად ყვითელი ბარათი ქონდა მიღებული და შემოიყვანა სრულიად ჯანმრთელი და ენერგიით აღსავსე ლუკა მოდრიჩი, რომელმაც ხაბი ალონსოს მოუხნა დატვირთვა მოედნის ცენტრში და ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა. სწორედ ხორვატმა გაიტანა "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში საპასუხო გოლი, რამაც ფსიქოლოგიურად გატეხა ინგლისელები.

დარჩნენ რა მოედანზე ათი კაცით. მასპინძლებში პანიკა ატყდა და ამან "მადრიდის რეალს" მისცა საშუალება ხელში აეღო ინიციატივა. ალექს ფერგიუსონის შეგირდები მზად არ აღმოჩნდნენ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მზად. ნანის გაძევებამდე მათ ყველაფერი კარგად მისდიოდათ, ისე როგორც დაგეგმილი ქონდათ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" თუნდაც სერხიო რამოსის ფეხის დახმარებით, გოლი გაიტანა და იყენებდა აღნიშნულ სიტუაციას. რამოდენიმე წუთის ინტერვალით გატანილმა გოლმა გადაწყვიტა აღნიშნული ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი. მესუთ იოზილის ქუსლით გაკეთებულმა პასმა, რონალდუს ჟესტი ყველაფერი ეს უკვე ისტორიაა. ბედნიერი, ლამაზი და ნათელი ისტორია. ჰორიზონტზე კი სანატრელი მეათე ჩანს.

  • J.Z.
  • 7 მარტი 2013
  • 2 552
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)