მადრიდის "რეალი" 111 წლისაა
დღეს ესპანეთის სამეფო კლუბი მადრიდის "რეალი" 111 წლის გახდა...
1902 წლის 6 მარტს, მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს დაემატა კლუბი, სახელად მადრიდის "რეალი". მას შემდეგ, მრავალი წელი გავიდა და "რეალი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახდა. "ბლანკოსი" ესპანეთში მეოცე საუკუნის საუკეთესო კლუბად აღიარეს. წლების მანძილზე, "თეთრ" მაისურს იცავდნენ(იცავენ) ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან - დი სტეფანო, პუშკაში, ხენტო, ამანსიო, ხუანიტო, ბუტრაგენიო, რაული, ზიდანი კასილასი, კრიშტიანუ რონალდუ და კიდევ მრავალი სხვა. ამ მოთამაშეებმა თავისი წვლილი შეიტანეს სამეფო კლუბის სახელწოდების ღირსეულად შენარჩუნებაში.
მადრიდის მუზეუმში ინახება 9 ჩემპიონთა თასი ტიტული(ჩემპიონთა ლიგა, რისი განმეორებაც ჯერჯერობით ვერცერთმა კლუბმა ვერ შეძლო), 3 საკონტინენტთაშორისო თასი, 2 უეფას თასი და ერთი უეფას სუპერთასი. ესპანეთის პრიმერა დივიზონის მოპოვებული 32 ტიტული, 18 კოპა დელ რეი, 19 სუპერთასი და 1 ესპანეთის ლიგის თასი.
111 წლის მანძილზე მადრიდელებმა კანტერანოებისათვის ბვერი კარგი არენა ააშენეს, მათ შორის ყველაზე გამოკვეთილი ალფრედო დი სტეფანოს სახელობის მოედანია, სადაც ისინი სხვადასხვა მატჩებს მასპინძლობენ.
ჩვენი საიტი გულწრფელად ულოცავს მადრიდის უკვდავ გუნდს 111 წლის იუბილეს და უსურვებს წარმატებებს, ბევრი ტიტულის მოპოვებას და გულშემატკივრების მუდმივ გახარებას.
ყველა ერთად...HALAMADRID!!...
- 6 მარტი 2013
- 2 328
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.