დავორ შუკერი:"გაიმარჯვებს მადრიდის "რეალი"
დავორ შუკერი ჩაფრინდა იტალიაში, რათა დაესწროს მატჩს "მილანსა" და მადრიდის "რეალს" შორის. "სამეფო კლუბის" ყოფილი ფეხბურთელი იქნება მატჩის წამყვანი TVE1-ზე და გაამხნევებს თავის ყოფილ კლუბს "სან სიროზე".
დავორის თქმით, ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ტურნირია. არ აქვს მნიშვნელობა განიცდის თუ არა გუნდი ცუდ დროებას. მისი პროგნოზით გაიმარჯვებს "რეალი".
"რეალს" არასოდეს მოუგია "სან სიროზე"? არაა დრო ეს ტრადიცია დაირღვეს?
არასოდეს თქვა არასოდეს. ეს ჩემპიონთა ლიგაა. ყველა ფიქრობდა, რომ "ბერნაბეუზე" "რეალი" იქნებოდა ფავორიტი, მაგრამ სამი ქულა "მილანმა" წაიღო. ვიმედოვნებ ამ საღამოს ყველაფერი საპირისპიროდ მოხდება. ფავორიტი "როსონერია", მაგრამ სამ ქულას "სამეფო კლუბი" აიღებს.
ორივე გუნდში მოხდა ცვლილებები ამ ორი კვირის განმავლობაში...
ჩემპიონთა ლიგაზე არ აქვს მნიშვნელობა როგორ სიტუაციაში არიან გუნდები. ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა ფეხბურთელი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატში ცუდად ასპარეზობდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წყვეტდა მატჩის ბედს. ვიმედოვნებ დღეს მადრიდის "რეალი" გაიმარჯვებს.
როგორც თავდამსხმელმა: შეაფასეთ გონსალო იგუაინი.
მე ვნახე მისი თამაში "ციურიხთან" შვეიცარიაში. თავდამსხმელისთვის მთავარია ყველა მატჩში შეძლოს გოლის გატანა. სწორედ ეს სჭირდება "ბლანკოსს".
დღეს ყურადღება მიპყრობილი იქნება კაკას მიმართ. იქნება ეს პრობლემა?
მე მუდამ კარგად ვთამაშობდი "ბარსელონას" და დიდი გუნდების წინააღმდეგ. ეს სილამაზეა. ყველა ფეხბურთელს სურს თავის გამოჩენა ასეთ მატჩებში. ყველა მადრიდისტას იმედი გვაქვს, რომ დღეს ის გოლს გაიტანს.
სტატისტიკა "სან სიროზე" გაუმჯობესდება?
სტატისტიკის გაუმჯობესება შესაძლებელია და იმედი მაქვს დღეს საღამოს "რეალი" ამას მოახერხებს.
- 3 ნოემბერი 2009
- 1 521
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.