რონალდუ: ”მე ჩემი საქმე გავაკეთე”
კრიშტიანო რონალდუ თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
"მე ბედნიერი ვარ რომ მოვიგე, მაგრამ ვწუხვარ ”მანჩესტერ იუნაიტედის” გამო. მე გოლი არ აღმინიშნავს, მაგრამ შინაგანად ძალიან ბედნიერი ვიყავი. მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იმ პუბლიკას და იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც ასეთი მხარდაჭერა გამოხატეს ჩემი მისამართით დღეს და იმ ექვსი წლის მანძილზე, რაც მე ”მანჩესტე იუნაიტედში” გავატარე. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. მე ჩემი საქმე გავაკეთე, რაც ”მადრიდის რეალისთვის” დახმარების აღმოჩენაში გამოიხატა. მე ”ბერნაბეუზეც” გავიტანე და ანალოგიურის გამეორება აქაც მოვახერხე.”
”ეს ძალიან უცნაური გრძნობა იყო, ესაა სიყვარულის გრძნობა. თუ ერთ დღეს მე ”მადრიდის რეალს” დავტოვებ, ანალოგიურ რამ დამემართება. როცა მე ”ლისაბონის სპორტინგის” წინააღმდეგ ვთამაშობდი, ანალოგიურ რამეს ვგრძნობდი.” ნანის გაძევებასთან დაკავშირებით მან განაცხადა: ”მე მასთან არ მისაუბრია მოედნიდან გაძევებასთან დაკავშირბით. ესეთი რამ ფეხბურთში ხდება და ის მსაჯების გადაწყვეტილებებია, რაშიც ვერავინ ვერ ერევა.”
- 6 მარტი 2013
- 3 747
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.