ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ
ჟოზე მოურინიოს თამაშის შემდეგი პრესკონფერენცია
მიუხედავად იმისა, რომ ”მადრიდის რეალი” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა, პორტუგალიელი სპეციალისტი არ ერიდება თავისი ფეხბურთელებისგან უფრო მეტის მოთხოვნას: ”ჩვენ მოახარულები ვართ, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით, მაგრამ მე ჩემი გუნდისგან უფრო მეტს ველოდი. პირველი ნახევარი გუნდებმა ერთმანეთის დაზვერვას მოანდომეს. ფეხბურთელის გაძევებამ შეცვალა მთლიანად შეხვედრა, ვინაიდან ამან თამაშის მიმდინარეობის ცვლილება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ”მანჩესტერ იუნაიტედი” ათი კაცითაც უფრო კარგი იყო და ჩვენ ბევრი პრობლემები შეგვიქმნა. შევძელით ორი გოლის გატანა და შემდეგ ანგარიშის ბოლომდე შენარჩუნება.” მან ასევე ისაუბრა თამაშის ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო მომენტზე: ”მოდრიჩის როლი განსაკუთრებულია, ვინაიდან მან შეცვალა თამაში. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაცის გაძევებამ შეუწყო ხელი თამაშის სურათის შეცვლას, ვინაიდან მეტოქე ათი კაცით დარჩა.”
”მე ვიცი ეს სტადიონი, მათი მენტალიტეტი და კულტურა. ვიცი , თუ როგორ გადავრჩით თამაშის დასრულებამდე და ვიცოდი , რომ ეს ასე იქნებოდა. ისინი ბოლო წუთამდე იბრძოდნენ. ვიცი რა ფერგიუსონის ლიდერობის სტილი, მწამდა, რომ ისინი ბოლომდე შეეცდებოდნენ თამაშის შემობრუნებას. გვინდოდა თამაშის კონტროლი, მაგრამ მათ მოიგეს მოედნის ცენტრი. დიეგო ლოპესი, ისევე როგორც დე ხეა ჩვენს პირველ დაპირისპირებაში, საუკეთესო იყო და სწორედ მისმა დამაჯერებელმა თამაშმა მოგვაგებინა შეხვედრა.”
”დიეგო ლოპესი დიდებულად გაისარჯა, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეა. ის ფაქტი, რომ შენი მეკარე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხდება და ეს მაშინ, როცა მეტოქე ათი კაცითაა მოედანზე, ნიშნავს , რომ მატჩს შენ არ აკონტროლებდი ისე, როგორც უნდა გეკონტროლებინა, როცა მოედანზე ისეთი ფეხბურთელები გყავს, როგორიც ხაბი, ხედირა, მოდრიჩი და კაკა არიან. რაც ყველაზე მეტად მაღელვებს, არის ის, რომ ათი კაცის წინააღმდეგ თამაშში დიეგო ლოპესი არ უნდა ყოფილიყო საუკეთესო ფეხბურთელი. ჩვენ გავაკეთეთ ცვლილებები იმისთვის, რომ უფრო მეტად სტაბილური ვყოფილიყავით და იმედი გვქონდა, რომ გავაკონტროლებდით მატჩს, მაგრამ დიეგოს მაინც მოუწია იმ ბურთების მოგერიებამ, რაც მოიგერია.”
მოდრიჩმა არბელოა შეცვალა მეორე ნახევარში და თამაშის სურათშიც კორექტირებები შეიტანა: ” ”მანჩესტერ იუნაიტედმა” დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა, ისინი ტაქტიკურად ძალიან კარგად იყვნენ ორგანიზებულნი და შეგვექმნეს ბევრი პრობლემები, მოდრიჩმა შეცვალა შეხვედრა. მან ჩვენში კრეატიულობა და უფრო მეტი მოძრაობა შეიტანა. არ არის ადვილი ისეთ ადგილას დაბრუნება, სადაც ის ადრე თამაშობდა. ანალოგიური რამ დამემართებოდა მე ჩემს წინა გუნდებთან დაკავშირებით., უკან დაბრუნება არასდროს არ არის ადვილი.”
”მადრიდის რეალის” მწვრთნელმა გააგრძელა მატჩის ანალიზი: ”ისინი 11 ფეხბურთელით ძალიან კარგად იცავდნენ თავს, პირველ ნახევარში მთლიანად მატჩის სადავეები მათ ხელში იყო. მეორე ნახევარში მე მოდრიჩი შემოვიყვანე და თამაში გათანაბრდა, ვაპირებდი იგუაინის ბენზემათი შეცვლას. ყველაფერს ვრისკავდი. არ ვამბობ, რომ 11 ფეხბურთელით 11 წინააღმდეგ რომ გვეთამაშა ანალოგიურ რამეს გავაკეთებდი, მაგრამ რეალობაა ის, რომ 10 კაცის წინააღმდეგ იყო დამაფიქრებელი მომენტები და მათი გაჩენას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ შევუწყვეთ ხელი. უნდა დავაფასოთ და გავითვალისწინოთ შემდეგში ის პრობლემები, რათ მათ კაცნაკლულებმა შეგვიქმნეს. ისტორია სავსეა მომენტებით, როცა 10 კაციანმა გუნდმა მიაღწია წარმატებას.”
”თეთრების” მწვრთნელმა ისაუბრა ნანის გაძევებაზეც: ”ჩემი აზრით , ფერგიუსონი ისევე გრძნობს თავს, როგორც მე, როცა პეპე გამიძევებს მოედნიდან ”ბარსელონასთან” შეხვედრაში. პეპეს სიტუაცია უფრო საშინელი იყო, იქ სიმულაციას ქონდა ადგილი და აქ კი კონტაქტი აშკარა იყო, რომლის დროსაც ყვითელი ბარათი სავსებით ნორმალური იქნებოდა. მსაჯმა გადაწყვიტა, რომ ეს წითელი ბარათის ღირსი იყო. ჩვენ ჩვენი შეხვედრა ვითამაშეთ და ”მადრიდის რეალს” არ შეეძლო რამე გაეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს იმის თქმა, რომ დღეს საუკეთესო გუნდმა წააგო. დღევანდელი შეხვედრის პირველი ნახევარი ტაქტიკური ბრძოლა იყო. მათ მეორე ნახევარი გატანილი გოლით დაიწყეს , ამას მოყვა ფეხბურთელის გაძევება და ფეხბურთელები იმავე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, როგორშიც ორი წლის წინ, როცა ”ბარსელონასთან” კაცნაკლულნი დაგვტოვეს და წასაგებად გაგვწირეს.”
მოურინიომ შეაქო ”მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელების ქცევა, როცა ისინი ათი კაცით დარჩნენ: ”მე ვარ პირველი, ვისაც მესმის მათი ყვირილის, განცდების , ემოციების და ტირილის, მაგრამ ჩვენ ათი კაცით ნახევარფინალში მოგვიწია თამაშომა და არა 1/8 ფინალში ან 1/4 ფინალში. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს საუკეთესო გუნდი დამარცხდა. ასეთი რაღაცეები ხდება ფეხბურთში. ჩვენ მას შემდეგ, რაც მოედანზე კაკა და მოდრიჩი შემოვიდნენ, ათი წუთი ვითამაშეთ კარგად. მათ ვერ შეძლეს მათთან გასწორება და მოედნის ნახევარში ნამდვილვად ვდომინირებდით. შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და მათ ჩვენ ათი კაცით უზარმაზარი პრობლემები შეგვიქმნეს.”
როცა ფერგიუსონის გაბრაზებაზე და მედიასთან არგამოცხადებაზე კითხეს, მან განაცხადა: ”მე არ მქონდა დრო, რომ თამაშის შემდეგ მას დავლაპარაკებოდი, მაგრამ მე გამიმართლა და თამაშამდე 45 წუთით ადრე მთელი 45 წუთი მასთან ვისაუბრე. ეს კარგი იყო და ყოველთვის მიხარია, როცა მას პირადად ვესაუბრები და ველაპარაკები. არავის არ აქვს უფლება, ეჭვი შეიტანოს მის გადაწყვეტილებაში, ვინაიდან ის საუკეთესოა. მათ ჩვენ ბევრი პრობლემები შეგვიქმნეს და მისი ტაქტიკა იდეალური და შეუდარებელი იყო.”
- 6 მარტი 2013
- 7 343
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.