კინი: „ნანი იმსახურებდა წითელს“
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის განვლილი შეხვედრის 56-ე წუთზე, მთავარმა მსაჯმა, სახიფათოდ თამაშის გამო, მწვანე მოენიდან ლუიშ ნანი გააძევა.აღნიშნულ ფაქტს, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საფეხბურთო სამყაროში.ერთ-ერთი ყველაზე პირველი, ვინც თურქი რეფერის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, „მანჩესტერის“ ლეგენდა, როი კინია.
წარსულში ცნობილმა ირლანდიელმა ნახევარმცველმა, ბრიტანულ ITV-სთან საუბრის დროს დასძინა, რომ „ნანი იმსახურებდა წითელ ბარათს და ის, რომ ფეხბურთელმა არ იცოდა, მეტოქეს ადგილმდებარეობის შესახებ, ეს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს მას.“
As.Com
პ.ს. შემთხვევით ვისარგებლებ და მეც გამოვეხმაურები ნანის გაძევებას.ჩემი აზრით, მსაჯმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პორტუგალიელმა შემტევმა, განზრახ ითამაშა სახიფათოდ.ჩემს მოსაზრებას, აღნიშნული ვიდეო გაგიმყარებთ > http://www.youtube.com/watch?v=BLITtiHeUyM
- 6 მარტი 2013
- 4 061
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.