პელეგრინის ტაქტიკური რეფორმა

მანუელ პელეგრინიმ უკვე მოიგო "ხეტაფესთან" მატჩი, მაგრამ მას არ აქვს გარანტირებული "რეალის" მწვრთნელობის პოსტი. ახლა აუცილებლად უნდა მოიგოს "მილანთან" "სან სიროზე". ვისზე გააკეთებს ჩილელი სპეციალისტი აქცენტს? რა ცვლილებები გააკეთა მან? როგორი იქნება "რეალი" "სან სიროზე"?

1. მწვრთნელის როლი

როცა "ხეტაფესთან" მატჩში რაულ ალბიოლს წითელი ბარათი უჩვენა მსაჯმა, პელეგრინი ფიქრობდა 30 წამი, თუ როგორ გადაეწყო გუნდი. მან მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება – რამოსი ცენტრში, არბელოა მარჯვნივ, მარსელო მარცხნივ. და გუნდმა მოახერხა მოედნის დაუფლება. მან ასევე კარგი ცვლილებები განახორციელა, როცა გუნდი 2:0–ს იგებდა. მან შემოიყვანა გაგო, რაული და ვან დერ ვაარტი, რათა შეენარჩუნებინა თამაშის ტემპი და დასვენების საშუალება მიეცა იგუაინის, ბენზემასა და კაკასთვის.

2. პრესინგი ბურთის დაკარგვისას

"მილანთან" გაამრჯვების ერთ–ერთი ფაქტორი უნდა გახდეს გუნდური პრესინგი. დაცვის და ჩამშლელი ნახევარმცველების პრესინგი იტალიელების წინააღმდეგ. მადრიდში "როსონერის" ნახევარმცველები 100%–ით თავისუფლად მოქმედებდნენ. თავიდან პირლომ 30 მეტრიდან თავისუფლად დაარტყა და გაიტანა გოლი. შემდეგ ამბროზინიმ ისარგებლა რამოსის "საჩუქრით" და პატოს გაუკეთა საგოლე გადაცემა.

3. იგუაინის სისწრაფე

იგუაინი ფლობს სისწრაფეს და სიძლიერეს, ამასთან ერთად ტექნიკასაც. ის მაშინაა განსაკუთრებით სახიფათო, როცა თავისუფალია. მან ამ სეზონში გაიტანა 4 გოლი (3 ლა ლიგაში, ერთი ჩემპიონთა ლიგაზე). ერთით მეტი, ვიდრე ბენზემამ და ერთით ნაკლები, ვიდრე რაულმა. მან გაატარა ცოტა დრო მოედანზე, ვიდრე რაულმა და ბენზემამ. "ელ კაპიტანომ" ითამაშა 812 წუთი, ხოლო ფრანგმა ბენზემამ 790, "პიპიტამ" კი 374.

4. არბელოა – მარცხენა მცველი

მატჩის შემდეგ პელეგრინი მიხვდა, რომ მარსელო მისთვის კარგი მარცხენა მცველია. შაბათს არბელოას ჰქონდა შანსი დაემტკიცებინა, რომ მარცხენა ფლანგზე კარგად შეუძლია თამაში, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე მოუწია გადანაცვლება ალბიოლის გაძევების გამო 27–ე წუთზე. ასე, რომ ექსპერიმენტი ფლანგებზე მარსელო – არბელოა არ გამოვიდა.

5. მარსელო – მარცხენა ნახევარმცველი

გასულ სეზონში ხუანდე რამოსმა მარსელოს თავისი პოზიცია მოუძებნა. მისი აზრით, ბრაზილიელს შეეძლო გოლის შექმნა. მან ბევრი მატჩი ჩაატარა ამ პოზიციაზე და კარგადაც გამოუვიდა ეს.

6. სერხიო რამოსი – ცენტრალური მცველი

მისი ადგილი მოედანზე უცნობია. ბოლო წლებში ჩანს, რომ ის ვერ გრძნობს თავს კომფორტულად დაცვის მარჯვენა ფლანგზე. ახლა მას კარგი დროება არ უდგას. "ხეტაფესთან" მან ითამაშა დაცვის ცენტრში და ერთ–ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. ის შესაძლოა დაბრუნდეს მარჯვენა ფლანგზე "მილანთან" მატჩში, მაგრამ სჯობს თავი კარგად წარმოაჩინოს დაცვის ცენტრში. ალბათ "ატლეტიკოსთანაც" ცენტრალური მცველი იქნება (თუ არ გაუქმდა ალბიოლის დისკვალიფიკაცია).

  • faqo
  • 3 ნოემბერი 2009
  • 1 575
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)