მადრიდელებს არ სურთ მწვანე ფორმით თამაში
ჯერ ისევ გაურკვეველია თუ რომელი ფორმით ითამაშებენ „რეალის“ ფეხბურთელები „ოლდ ტრადორდზე“.
ლოგიკურად ჟოზე მოურინიოს შეგირდები მოედანზე მწვანე ფერის ფორმით უნდა გამოვიდნენ, რომელიც სპეციალურად ჩემპიონთა ლიგის გასვლითი შეხვედრებისთვის შეიქმნა, მაგრამ „ბლანკოსის“ ფეხბურთელებს მოედანზე თეთრი მაისურითა და შორტით გასვლა სურთ.
პრობლემა არის ის, რომ „მანჩესტერის“ ფეხბურთელებს ეცმევათ თეთრი შორტები, რაც ავტომატურად კრძალავს მოწინააღმდეგის მიერ ასევე თეთრი შორტის ჩაცმას. თუ „ეშმაკები“ არ შეცვლიან თავიანთ თეთრ შორტს შავი შორტით, მაშინ ამის გაკეთება მადრიდელებს მოუწევთ.
თვითონ ფეხბურთელები კი აცხადებენ, რომ გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ არ მოუწიოთ მწვანე ფორმებით თამაში - „ჩვენ ცუდად გვაქვს დაცდილი მწვანე ან თუნდაც შარშან წითელი ფორმით თამაში.“
- 5 მარტი 2013
- 3 001
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.