ხაბი ალონსონს ინტერვიუ
ხაბი ალონსო პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოსთან ერთად გამოცხადდა.
- როგორ ხართ?
მე შესანიშნავად. რამოდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ ჩემი მდგომარეობა კარგადაა და გუნდს შესანიშნავ დროს ვუბრუნდები. ეს გადამწყვეტი მომენტია და გვინდა , რომ შემდეგ ეტაპზე სწორედ ჩვენ გავიდეთ.
- თავს უფრო მეტად ფავორიტად თვლით, ვიდრე ერთი კვირის წინ?
არ მჯერა, რომ აქ შეიძლება ფავორიტის დასახელება. ისინი ბრწყინვალე ფორმაში არიან და ბოლო შეხვედრებში შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. ორივე გუნდმა იცის, თუ რა უნდათ ხვალინდელი შეხვედრიდან. ჩვენ აქ გოლის გასატანად და თავის კარგად დასაცავად ჩამოვედით. ეს გახსნილი დაპირისპირება იქნება და რა პროგნოზზე მესაუბრებით.
- კრიშტიანო მანჩესტერშია ... ის კვლავ სახლშია, ეს იმოქმედებს მასზე?
ვფირქობ, რომ არა. კარგ აპლოდისმენტებს მიიღებს და როცა მსაჯი დაწყების ნიშანს მოგვცემს, მაშინ ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, თორემ თუ ასე არ მოხდა, საქმე ცუდად წავა.
- ფერგიუსონმა განაცხადა, რომ "მადრიდის რეალი" კონტრშეტევებზე თამაშობს და ამ მხრივ ის მსოფლიოში საუკეთესოა.
ეს ყველაფერი სიტუაციაზეა დამოკიდებული. არის ბევრი თამაში, რომლის დროსაც თავისუფალი სივრცეები სწრაფად წარმოიქმნება და არის ისეთები, სადაც ეს არ ხდება. ხვალ სხვადასხვანაირი გზები უნდა ვიპოვოთ, ვინაიდან მათ ყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენთვის ზიანის მოყენება. არამგონია, რომ ჩვენ სწორხაზოვნად კონტრშეტევებზე ვთამაშობდეთ.
- ფეხბურთელებს სჯერათ, რომ მოურინიო მომავალშიც მათთან ერთად იქნება?
ჩვენ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ, მწვრთნელთან ერთად ყველას გვინდა ამ ეტაპის დაძლევა და ეს არის ჩვენი საფიქრალი. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი დღეა ხვალ ჩვენთვის და მხოლოდ ეს გვაფიქრებს.
- ეს შენთვის განსაკუთრებული თამაშია იმის გამო, რომ "ლივერპულში" თამაშობდი?
მე "ლივერპულში" ხუთი წელი გავატარე და აქ თავს შედარებით აღელვებულად ვგრნობ, ვიდრე სხვაგან. იმედი მაქვს კარგი თამაში გამოვა და მაყურებლები შეძლებენ სიამოვნების მიღებას.
- 5 მარტი 2013
- 2 201
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.