ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიო თამაშის წინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გაესაუბრა და ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა.
"ურთულესი შევედრა იქნება, ვინაიდან ორივე ძლიერი გუნდია და ორივეს უნდა შემდეგ ეტაპზე გასვლა. "მანცესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგა მარტში მოიგო და ინგლისის თასის მეოთხედინალში გავიდა. ისინი დიდი ხანია, რაც დაუმარცხებლები არიან , ჩვენ კი ბოლო 12 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დავთმეთ. ხვალ მთელი მსოფლიო 90 წუთის მანძილზე მხოლოდ იმიტომ გაჩერდება, რომ ეს შეხვედრა იხილოს. საკმაოდ კარგია , რომ ამ დღეს ფეხბურთელები ამაღლებულ განწყობაზე ხვდებიან. მეც თავად დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ხვალ."
პორტუგალიელმა სპეციალისტმა მეტოქეზე გაამახვილა ყურადღება: "როცა ბურთი "მადრიდის რეალს" ჩაუვარდება, მეტოქე ალბათ ძალზედ დაცვით ფეხბურთს შემოგვთავაზებს და როცა პირიქით იქნება, მაშინ ძალზედ შეტევითს. ჩვენთვის ორივე მათგანი მისაღებია და ისიც , რომ პირველად იმათმა გაიტანონ. ჩვენ, როცა "მანჩესტერ იუნაიტედს" ექნება ბურთი ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ დაცვაში, ვინაიდან მათ უძლიერესი შეტევის ხაზი ყავთ. როცა ბურთს ხელში ჩავიგდებთ, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მეტოქის მცველებს ცხოვრება გავუმწაროთ."
წინა ორი კლასიკოს შესახებ, რომლებმაც ჟურნალისტების აზრით მის ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია შესძინა, ჟოზე მოურინიომ ნათლად განაცხადა: "ჩვენ მოსისხლე მტერს ზედიზედ ორჯერ მოვუგეთ ერთი კვირის მანძილზე, მაგრამ ორივე შეხვედრა რომც წაგვეგო, დღეს არ გვქონდა უფლება, რომ სხვა მონდომებით და სხვა მოტივაციით გვეთამაშა მეტოქის წინააღმდეგ. არსებობს სამი განსხვავებული ტურნირი. ეს ჩემპიონთა ლიგაა, ჩვენ სამეფო თასის ფინალში ვართ და მესამე ქვეყნის ჩემპიონატი, რომელიც უკვე დაკარგული გვაქვს და რომელშიც ძალზედ ლამაზ და პოზიტიურ შედეგს მივაღწიეთ წინა ტურში. ვგრძნობთ, რომ ერთი დღით ადრე ჩამოვსულიყავით, ვინაიდან გვსურდა მადრიდში დაგვესრულებინა მომზადება."
ფერგიუსონის მხრიდან კრიშტიანო რონალდუს ქებასთან დაკავშირებით მოურინიომ განაცხადა: "კარგით, მე მას კარგად ვიცნობთ და ვიცი, რომ რასაც ამბობ, გულწრფელად იძახის. ვიცი, რომ მას ფანტასტიკურ დახვედრას მოუწყობენ და კარგად მიიღებენ და აქ გამოთქმული ნებისმიერი კომპლიმენტი მან თავისი მონდომებით და თამაშით დაიმსახურა." რამოსისა და ალონსოს საფრთხესთან და პეპეს სათამაშო კონდიციებთან დაკავშირებით, რომელიც ბარათის მიღების შემთხვევაში 1/4 ფინალური შეხვედრის გამოტოვებას ეხება, პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა: "თუ ხვალ გაააფრთხილებენ მათ და შემდეგი შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ, ეს ნიშნავს, რომ იმის შემდეგ ჩვენ ამის საფრთხე არ დაგვემურება, რაც სავსებით პოზიტიურია. პეპემ "ბარსეონას" წინააღმდეგ კარგად წარმოაჩინა თავი და ჩინებული სამუშაო გასწია და დამანახა, რომ ის კარგ ფიზიკურ და ტაქტიკურ ფორმაშია. ყველანი კარგად გრძნობენ თავს და მზად არიან სათამაშოდ."
ფერგიუსონის წინააღმდეგ ჩატარებულ დუელებთან და მომავალში მისი ადგილის დაკავებასთან დაკავშირებით მოურინიომ აღნიშნა: "მე მის წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია. წამიგია, მომიგია და ფრედაც დამისრულებია შეხვედრა. სტატისტიკური მაჩვენებელი სულაც არ ნიშნავს ბევრ რამეს. ხვალ ნებისმიერი რამე შეიძლება მოხდეს. რომელიმემ ან უნდა მოგოს ან უნდა წააგოს ხვალინდელი შეხვედრა. ვერავინ ვერ შეედრება ფერგიუსონს. მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებებსა და გამოცდილებას შეუძლია მის დონემდე მიყვანა. მაგრამ ის რაც უფრო ბერდება, მით უფრო მეტად ვითარდება და ემატება გამოცდილება."
კითხვაზე აქვს თუ არა განსხვავებული ემოციები იმასთან შედარებით, როცა პირველად მოიგო "ოლდ ტრაფორდზე" პორტუგალიელმა უპასუხა: "მოგება იგივეს გულისხმობს, მაგრამ ეხლა სულ სხვა ცხობრებაა. ემოციების განსხვავებულია. თამაშის შემდეგ , არ აქვს მნიშვნელობა მოიგებ, თუ წააგებ , ემოციები შეიძლება ერთნაირად მოგეჩვენოს და ასეცაა. მან ჩემპიონტა ლიგაში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და იცის თავისი ემოციების კონტროლი, ამას სხვანაირი ნიჭი და გამოცდილება ჭირდება. თუ დავმარცხდით, არ ვიტირებ და თუ მოვიგეთ, მაშინაც არ ვაპირებ ბავშვივით გახარებულმა 100 მეტრი გავირბინო. თუ წავაგებთ , ვეცდებით რომ თვითმფრინავში დავიძინოთ, ხოლო თუ მოვიგეთ, თვითმფრინავში ბევრს ვიცინებთ."
ბოლოს , როცა ესპანურ და ინგლისურ ფეხბურთებს შორის სხვაობაზე კითხეს, მოურინიომ განაცხადა: "ინგლისური ფეხბურთი ისეთია, როგორიც არის. თუ ვამბობდით, რომ როგორც ეროვნულ , ასევე კლუბურ დონეზე ესპანური ფეხბურთი დომინირებდა, დღეს ვხედავთ, რომ პირველი რაუნდის შეხვედრების შემდეგ ესაპნური ფეხბურთი ცუდ დღეშია, მაგრამ თუნდაც ოთხივე ესპანური გუნდი რომ გამოეთიშოს გათამაშებას, ეს არ ნიშნავს, რომ ესპანური ფეხბურთი მკვდარია და ჩამოსაწერია. ესპანური ფეხბურთი ესპანური ფეხბურთია , ხოლო ინგლისური კი ინგლისური."
- 4 მარტი 2013
- 3 117
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.