ფერგიუსონის პრესკონფერენცია

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.

თამაშის მნიშვნელობა: "უბრალოდ შეხედეთ ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების რაოდენობას, სადაც არ უნდა იყო ყველგან ისინი არიან. ელემენტარულად სამწვრთნელო პროცესისას მათ რაოდენობას გადახედეთ. ეს ყველაფერზე მეტყველებს. ცხადია , ეს თამაში უმნიშვნელოვანესი და გამორჩეულია. ესაა თამაში, რომელშიც მონაწილეობის მიღებას ნებისმიერი ფეხბურთელი , თუ ფეხბურთის მოყვარული ისურვებდა. ეს იქნება ღამე, რომლისთვისაც ღირდა ცხოვრება."

გიგზმა პრემიერ ლიგაში დაისვენა:
"რაიანი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და არის, ის უფრო მეტ გამოცდილებას გვმატებს და აუცილებელი იყო მისი დასვენება იმისთვის, რომ ხვალინდელ დაპირისპირებას უფრო მომზადებული შეხვედოდა. ის აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია , სასტარტოში იქნება, თუ სათადარიგოთა სკამზე.

შეფასება: "ამ თამაშით მოგვეცემა საშუალება განვსაზღვროთ ჩვენი მიმდინარე სეზონი. ორივე გუნდი შეუდარებელ ფორმაში იმყოფება. მათ "ბარსელონას" წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშეს, მათ კარგი დროება უდგათ. ჩვენ მთელი სეზონის მანძილზე უფრო სტაბილურები ვიყავი, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთის ისტორიაში ორ უდიდეს და ორ ძალზედ დაბალანსებულ გუნდს შორის დაპირისპირება იქნება."

ფილ ჯონსი:
"ის ხვალ ვერ ითამაშებს. შეიძლება ამან მეტოქე გაახაროს, ვინაიდან წინა შეხვედრაში ყველამ ნახა მისი პოტენციალი, თუ როგორ კარგად გაართვა თავის დავალებას თავი "ბერნაბეუზე". დიახ, ის ჩვენ ძალიან დაგვაკლდება."

"მადრიდის რეალის" კონტრშეტევები: "ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ დავიცავთ თავს. "მადრიდის რეალი" მსოფლიოში საუკეთესოა კონტრშეტევების დროს და ამის ბრწყინვალე მაგალითი იყო "კამპ ნოუზე" ჩატარებული შეხვედრა. ჩვენი მიზანია ვისწავლოთ მათი შეტევების შეჩერება."

კაგავა: "ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა მისი ნიჭის, მაგრამ მან ბოლო თვეების მანძილზე გული დაგვწყვიტა ტრავმიანობით. საბედნიეროდ ის ნელ-ნელა იბრუნებს ფორმას და მომდევნო წელს მის საუკეთესო თვისებებს ვიხილავთ, გარდა ამისა, ის უფრო გამოცდილი იქნება და უფრო მიეჩვევა ინგლისსაც."

საკუთარ თავზე ფიქრობ, თუ მეტოქეზე:
"როცა ასეთი მნიშვნელობის თამაშისთვის ემზადები, უნდა იცოდე და პატივს უნდა სცემდე მეტოქის სიძლიერეს, მათ ტაქტიკას და ინდივიდუალურად ფეხბურთელების თამაშის უნარს. მიუხედავად ამისა, ჩვენ საკუთარ სიძლიერეზე და ამის გამოყენებაზე უნდა ვფიქროთ."

შეტევა თუ დაცვა: "დარწმუნებული ვარ, ხვალ ორივე გუნდი მოახერხებს გოლის გატანას. ჩემთვის, ძალიან კარგი იქნება თუ 5:4 ანგარიშით მოვიგებთ. ყველაზე მნიშველოვანი ხვალ არის არა იმაზე ფიქრი, რომ მათზე ნაკლები გავუშვათ, არამედ იმაზე ფიქრი, რომ მათზე მეტი გავიტანოთ."

მოედნის მდგომარეობა:
"ეხლა უკეთესია, ვიდრე სამი კვირის წინ, როცა წინა შაბათს ვითამაშეთ, შესანიშნავი იყო. რა თქმა უნდა, მოედნის ხარისხის შენარჩუნებასი დაგვეხმარება ისიც, რომ "მადრიდის რეალი" "მანჩესტერ სიტის" მოედანზე ვარჯიშობს, ვინაიდან თუ გუნდი მთელი ღამის მანძილზე ბევრს ივარჯიშებს, ამას შეუძლია მოედნის საფარი დააზიანოს. ეხლა მოედანი კარგ მდგომარეობაშია."

კრიშტიანოს შიშის ფაქტორი: "როცა ისეთ გუნდს უპირისპირდები, რომლის რიგებში რონალდუ თამაშობს, მერწმუნეთ, რომ შარში ხართ, მაგრამ ვეცდებით ხვალ მისი ეფექტურობის მაჩვენებელი მინიმუმამდე დავიყვანოთ, რაც ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ სულაც არაა იოლი საქმე. ის შეუდარებელი ფეხბურთელია. არ უნდა გვეშინოდეს კრიშტიანოსი, ვინაიდან ასე ჩვენი სიძლიერეც დაგვავიწყდება."

შედარება რონალდუსა და რონალდოს შორის, რომელმაც 2003 წელს სამი გოლი გაიტანა: "თუ მე მას გასუქებულ, დაბერებულ რონალდოს შევადარებ, მაშინ რა თქმა უნდა, კრიშტიანო უკეთესია (იცინის). ათწლეულის უკან რონალდო მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი იყო, ეს ფაქტია, ისევე როგორც ის, რომ კრიშტიანო იმ რონალდოზე უფრო სრულყოფილია: დიდებული ათლეტი, ორივე ფეხს მშვენივრად იყენებს... პირადად ჩემთვის, კრიშტიანო უფრო სრულყოფილია, ვიდრე სხვა რონალდო. მაგრამ არა, არ მინდა ამის განმეორება."

მოურინიო, მისი იდეალური შემცვლელი:
"ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის ამის შესახებ და ამაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან მე ჯერ კიდევ მწვრთნელი ვარ და ამ თამაშის შემდეგაც ვაპირებ მწვრთნელობას... მე დღევანდელ დღეზე გეუბნებით. როცა სხვა რამეს გადავწყვეტ, მერე არ ვიცი რა იქნება, მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა."

მსაჯები: "ძნელია ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ხვალ მსაჯები იმ ფეხბურთის მიხედვით იმოქმედებენ, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ. 90 წუთის მანძილზე ფეხბურთელები სხვადასხვა სახის შეცდომებს დაუშვებენ, ისევე როგორც მსაჯები. იმედი მაქვს, ეს არ იქნება კრიტიკული და გადამწყვეტი შეცდომა."

  • J.Z.
  • 4 მარტი 2013
  • 3 014
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)