ნისტელროი:მილანისთვის გოლის გატანა ჩემთვის არასდროს არ იყო პრობლემა
რუუდ ვან ნისტელროიმ განაცხადა, რომ ძალიან სურს მილანის წინააღმდეგ თამაში, მისთვის "როსონერისთვის" გოლის გატანა არასდროს არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ პრობლემას...
,,მილანი ძალიან კარგი ფეხბურთელებითა რის დაკომპლექტებული, ეს გუნდი უმაღლესს კლასს აჩვენებს მუდამ, მე მათ წინააღმდეგ არაერთი მატჩი გამიმართავს და არაერთი გოლი გამიტანია".
,,ძალიან მინდა თამაში, მილანისთვის გოლის გატანა ჩემთვის პრობლემა არასდროს ყოფილა, თუ მომეცემა თამაშის შანსი, აუცილებლად ვეცდები გამოვიყენო ეს ნდობა და იტალიელები დავამწუხრო, ტრავმა სრულად მოვირჩინე და მსურს ფორმის აღდგენა".
,,უკვე 33 წლის ვარ მაგრამ თავს იდეალურად ვგრძნობ და ვიცი, რომ კიდევ 2-3 წელი შევძლებ უმაღლეს დონეზე თამაშს, ტრავმებმა უკან დამწია მაგრამ მე თავდაუზოგავად ვიშრომებ და თქვენ კვლავ იხილავთ ძველ "ვან გოლს".
,,მადრიდის რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა, ამ კლუბში მე მოვიგე პრიმერა დივიზიონი , ასევე გავხდი პიჩიჩი, მაგრამ არ მომიგია ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ჩემი ოცნებაა ფინალში გასვლა და თასის სანტიაგო ბერნაბეუზე დატოვება, მე და ჩემი თანაგუნდელები ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ" - განაცხადა ჰოლანდიელმა ფორვარდმა.
- 3 ნოემბერი 2009
- 1 956
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.