ტომას რონსერო გუშინდელ შეხვედრაზე

გთავაზობთ გიჟი მადრიდისტას მოსაზრებას გუშინდელ შეხვედრაზე

შვიდი ცვლილებით: ცხოვრება კვლავ თეთრი და მშვენიერია. ორმაგი ორგაზმი ხუთ დღეში. ფანტასტიკური კვირა "მადრიდის რეალის" გულშემატკივრებისთვის. თვით ომლეტიც და კვერცხის გულიც კი უკვე თეთრია. ლა ლიგაც დაკარგული არ არის, ვინაიდან სწორედ გუშინ დავანახეთ ჩვენზე გულაყრილ მთელ მსოფლიოს, რომ ეს გუნდი, ეს ლოგო და ეს მაისური არასდროს არ ნებდება. ისინი დადიოდნენ, ჩვენ კი დავფრინავდეთ. როცა ჩემი სიცილი, ხუმრობა, გართობა და დაცინვა მათ ნერვებს უშლიდათ, ისინი ბუცების და არა ფეხების კანკალით გამოვიდნენ მოედანზე და თამაშის შემდეგ კი ის გააკეთეს, რაზეც ჩვენ დაგვცინოდნენ და გვსაყვედურობდნენ, მაშინ როცა მათგან განსხვავებით ამის სრული საფუძველი გვქონდა. კლიმატი სრულიად შეიცვალა საფეხბურთო სამყაროში. თუ "ბარსელონა" შტორმია, "მადრიდის რეალი" უკვე ნამდვილ ანტიციკლონად არის ქცეული. მთელმა მსოფლიომ (გუშინ 500 მლნ. ამას დამატებული სამშაბათის 500 მლნ ჯამში კი 1 მლრდ გამოდის), თუ თვალები და ნორმლურად/რეალურად აღქმის უნარი გააჩნდა, ნახა გუშინ ეს ცვლილება. ეხლა ყველაფერი "მადრიდის რეალისაა" და სწორედ ის უკვეთავს მუსიკას. ჩვენ ვართ უკეთესები, კარგები და ამას არ ჭირდება კითხვა რატომ. მოურინიომ კიდევ ერთი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა ყველას და ყველაფერს. მან ტიტულის დაბრუნების შანსიც დააბრუნა. 5:0 ანგარიში ყველასთვის ისტორიაა, დაწყებული მისით. პორტუგალიელი უკვე "ბარსას" ყოველგვარი კომპლექსების გარეშე ეთამაშება. მსოფლიო გათეთრდა და ყველა ურწმუნო თომამ გაიგო, რომ ამ კლუბისთვის არ არსებობს სიტყვა შეუძლებელი. გუნდს გუშინ ზუსტად ის შვიდეული აკლდა, რომლებიც "ოლდ ტრაფორდზე" სასტარტოდან დაიწყებენ თამაშს: კრიშტიანო , ხაბი ალონსო, იგუაინი, არბელოა, ხედირა და რა თქმა უნდა, დი მარია. მიუხედავად ამისა, არანაირი პანიკა. მორატას გადაცემა , ბენზემას გოლი და გაჩუმებული/მორჯულებული ჭყიტინა ბავშვი. მადრიდში ბიჭებს ზამთრის მზეც კი ტაშს უკრავდა გუშინ...

ლეო "დაკარგული" (Mess-ი გადააკეთა სიტყვა Missing-ად): მესი მოურინიოს სისტემამ შეჭამა, გადაყლაპარა, მოინელა არ მისცა გაფურჩქვნის, ნორმალურად ფეხის განძრევის საშუალება. მესი დაკარგულია, ეძებენ, აქვთ ინფორმაცია, რომ თამაშამდე ყავას სვამდა, მის მერეც , მაგრამ კითხულობენ, თუ სად იყო იმ შუალედში? მოუმ ყველას პასუხი გასცა. შეეახსენეთ მაგ ბიჭუნას, რომ ოქროს ბურთი აქვს მოგებული და თან 4 და ბოლო მათგანი სულ რაღაც რამოდენიმე თვის უკან გადასცეს დიდი ზარ-ზეიმით.

კრიშტიანო... 1:1 და მოედანზე ის ვიცილეთ. კრიშტიანომ შემოსვლისთანავე დაიწყო მოედნების და ტერიტორიების დაპყრობა. ის უკვე სრული ბატონ პატრონი იყო სანტიაგო ბერნაბეუსი, ისევე როგორც ამას აკეთებდა ფრენკ სინატრა მედისონ სქუეა გარდენში გამოსვლისას. კრიშტიანო ახალი იმპერატორია. ათასობით და ათიათასობით ადამიანის მიერ მისდამი შეუარცხმყოფელი შეძახილები მას არ აინტერესებს. ის თავის საქმეს აკეთებს და აკეთებდა ანალოგიურად "კამპ ნოუზე" და რაც მთავარია, სწორედ ის ხალხი, რომლებიც მას ათასგვარი ბინძური შეძახილებით "ამკობენ" კამპ ნოუზე გოლის გატანისას და ტრიბუნების დადუმებისას , თავპირს იმტვრევდა მისთვის ფოტოს გადასაღებად. ეს ახალი რეალობაა. ეს ბიჭი ამ ყველაფერს იმსახურებს, ვინაიდან თითოეულ მის თამაშში იგრძნობა ხარისხი , მონდომება და ენთუზიაზმი. ის ბუცებზე მდგარი მიწისძვრაა ნებისმიერი გუნდისთვის.

.... და თქვენს წინაშეა მორატა. მათ მიერ ნაჩვენებ წარმოდგენას ახალისებდა და დამატებით ელფერს სძენდა ამ შეუდარებელი კლუბის ახალგაზრდა აღსაზრდელი. მორატამ ითამაშა, იდრიბლიორა, კომბინაციები ათამაშა, მეორე სართულზე მეტოქის მცველების რისხვა იყო, დიაგონალურ პასებს აკეთებდა, ვალდესს რამოდენიმეჯერ შეუქანა გული. როცა ასეთი ფეხბურთელი გვყავს გუნდში, მე მომავლის არ მეშინია. თავდამსხმელი სახლში გვყავს და გარეთ არ გვჭირდება ძებნა.

კაპიტანი რამოსი. ის საუკეთესო კაპიტანია ამ კლუბში (იკერის შემდეგ!). მისმა გატანილმა გოლმა და იმ ჟესტმა , თუ როგორ აღნიშნა მან ეს გოლი კიდევ ერთხელ აგვიფორიაქა გული, კიდევ ერთხელ მოგვაწვა ემოციები და ბევრ ჩვენგან ცრემლიც კი მოადგა ამ აღნიშვნის ნახვისას. დიდებული ხარ რამოს, დიდებული.

  • J.Z.
  • 3 მარტი 2013
  • 3 348
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)