კარანკა: „გამარჯვებამ სიძლიერე შეგვმატა“
როგორც იცით, სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა 1 კვირის განმავლობაში, მე-2 „კლასიკო“ მოუგეს.მატჩის შედეგით გახარებულმა აიტორ კარანკამ, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვეს უპასუხა.
„თამაშამდე თავდაუზოგავად ვმუშაობდით და დაგვიფასდა.ფეხბურთელებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს შესაძლებლობები.ამ გამარჯვებებმა სიძლიერე შეგვმატეს და უფრო დაგვარწმუნეს საკუთარ ძალებში.„რეალი“ სასურველ კონდიციებშია.“
„ბედნიერი ვარ, იმ მოთამაშეების წარმოდგენით, რომლებიც არცთუ ისე ხშირაად ჩნდებიან სასტარტო შემადგენლობაში.ქომაგების წინაშე, დიდებული შთაბეჭდილება დატოვეს.დღევანდელი ფაქტი იმის დასტურია, რომ სამეფო კლუბში მეორეხარისხოვანი მოთამაშეები არ არსებობენ.ჩვენ გვჯერა თითოეული შეგირდის.“
„ბუნებრივია, მიმდინარე კვირაში, სიხარულმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.ჩვენი თამაში წარმატებული იქნება სამშაბათსაც, თუ დავიჯერებთ, რომ მოვახერხებთ მანჩესტერული ბარიერის დაძლევას.სათანადოთ მოვემზადებით მომავალი მატჩისთვის.“
„კლასიკოში 5-0 მარცხი, ძალიან მტკივნეული გახლდათ.იმ სეზონში, ბევრი სირთულეები გვქონდა, თუმცა დავძლიეთ.ამის ნათელი მაგალითია, უკანასკნელი შედეგები.“
„რონალდუმ სათადარიგოზე ყოფნა ისევი მიიღო, როგორც სხვებმა.მწვრთნელი წყვეტს ყველაფერს და როგორც წესი, თითოეული ფეხბურთელი პატივს ცემს ამას.“
„ადრიანოს მომენტის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია, ნორმალურია.ბუნებრივია, მათ ყაიმის იმედი გაუჩნდათ და ამიტომაც აპროტესტებდნენ.რაც არ უნდა იყოს, ტაბლოზე 2-1 დაფიქსირდა და 3 ქულა ჩვენ გვხდა წილად.როდესაც ბარსელონა ბურთს ფლობს, გგონია რომ მის ყოველ შეხებას ხიფათი მოყვება, თუმცა დღეს ასე ნამდვილად არ გახლდათ.3 ქულის მოპოვებით, უფრო გავძლიერდით.“
- 3 მარტი 2013
- 1 631
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.