პელეგრინის ბოლო შანსი?!
მანუელ პელეგრინი ზაფხულის დასაწყისში დიდი ენთუზიაზმით ჩაუდგა გუნდს სათავეში.როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტემა და გუნდის სხვა ჩინოვნიკებმა მას სრული ნდობა გამოუცხადეს და დიდი იმედებიც დაამყარეს.
სეზონის დაწყებიდან 2 თვე გავიდა და უკვე საუბარია ჩილელის გუნდიდან წასვლის თაობაზე.ალბათ, არავის ეგონა თუ ეს "კარგად ნაცნობი" დროება მანუელს ასე ადრე დაუდგებოდა.ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, დონ ფლორენტინოს ხასიათი (ის შეცდომებს არავის პატიობს)."რეალის" თავკაცის მიმართ ატეხილი აჟიოტაჟი "მილანთან" და "ალკორკონთან" წაგებულმა შეხვედრებმა მოიტანა.
სასიხარულოა, რომ პელეგრინის ჯერ კიდევ აქვს ყველაფრის გამოსწორების შანსი და იმედია ის ხელიდან არ გაუშვებს ყოველივე ამას.უწინარეს ყოვლისა, მწვრთნელის გუნდიდან გათავისუფლებას სულ რაღაც ლიგის 1/8 ფინალამდე გადადებს "მილანის" "სან სიროზე" დამარცხება.ამიტომაცაა, რომ მანუელი განსაკუთრებით ემზადება ხსენებული პაექრობისთვის.
ჩილელი თავის ფეხბურთელებთან ერთად ეცდება გამარჯვება მოიპოვოს ლეგენდარულ "ჯუზეპე მეაცაზე."ამ სტადიონთან დაკავშირებით, სამეფო გუნდს კარგი მოგონებები არ უნდა აკავშირებდეს, რამეთუ "ბლანკოსს" "მილანისა" და "ინტერის" საშინაო არენაზე ოფიციალურ შეხვედრებში გამარჯვება არ უწერია."რეალმა" იქ მოგება "როსონერის" 100 წლისადმი მიძღვნილ მატჩზე მოახერხა მხოლოდ.მაშინ ჩვენებმა გუტის დუბლის წყალობით 5-1 დაამარცხეს იტალიური გრანდი.
იმედია, ეს ნავსი დღეს საღამოს გატყდება და 3 ქულაც ჩაიწერება ჩვენს აქტივში.აქვე ერთ საინტერესო ფაქტზეც მოგითხრობთ, "სან სიროზე" გამართულ ვარჯიშს ბევრი ჟურნალისტი ადევნებდა თვალყურს.გამოცემა "ას"-ის კორესპონდენტმა აღნიშნა, რომ მანუელი რაულის განთავსებას არა ბოლო ფორვარდათ, არამედ თავდასხმელების უკან აპირებსო.სიმართლე გითხრათ, არვიცი რაზე მეტყველებს აღნიშნული ფაქტი.შესაძლოა მოედანზე ერთდროულად სამი შემტევი (იგუაინი, რაული, ბენზემა) ფეხბურთელი ვიხილოთ.
- 3 ნოემბერი 2009
- 1 602
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.